06.06.2015 ვასილ მუმლაძე საპატრულო პოლიციის კუთვნილი ახალი მანქანით სოფელ შავშვებთან ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ გზიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, იგი არ დაშავებულა. შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის სახაზო სამმართველოს უფროსი გამოძახებაზე სოფელ ხურვალეთისკენ მიემართებოდა. ინციდენტი 2015 წლის 5 ივნისს მოხდა.
06.06.2015 იმ 40-მდე სოფელს, რომელიც მიმდინარე კვირას გორის რაიონში დაისეტყვა, ატენი და ხიდისთავი მიემატა. ატენის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი შავდათუაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სეტყვის ამსახველი ვიდეო და სეტყვის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და მოსავლის ფოტოები მიაწოდა.
06.06.2015 გორის რაიონის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სეტყვისგან დაზარალდა, აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანია აგროდაზღვევის შესახებ, არ გაუგიათ. ამის შესახებ დისკუსია მათსა და გამგებლის მოადგილეს, გია წვერავას შორის, მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში გაიმართა.
06.06.2015 მერეთის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაზე მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს შეახსენეს, რომ დაზარალებული მოსახლეობა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია. აქციაზე ოპოზიციური პარტიის (,,ქართული პარტია"; ,,ახალი მემარჯვენეები", ,,თავისუფალი დემოკრატები") ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები ლიდერობდნენ.
06.06.2015 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სეტყვის შედეგად 40-მდე სოფელი სხვადასხვა სიმძიმისა და კატეგორიის მიხედვით დაზარალდა. ამის თაობაზე ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დაცვა გადაწყვიტეს. მერეთის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობის მიერ გორში გამართულ აქციაზე ,,თავისუფალი დემოკრატების"; ,,ქართული პარტიისა" და ,,ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
05.06.2015 ძლიერი წვიმის დროს ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-გორის მონაკვეთზე ორი ავტომანქანა მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა. ინციდენტი სოფელ ხურვალეთთან საღამოს საათებში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ. დაშავებული არავინაა. ვიდეო ავტობანზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.
02.06.2015 დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ საგანგებო თათბირზე სეტყვის შედეგად დაზარალებული, 39 სოფელი დაითვალეს. თითოეულ თემში შემავალი სოფლების მონაცემები მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. მართალია, ზოგ სოფელში 70-80%-ით განადგურდა ნათესები და ხეხილი, თუმცა საბოლოო საშუალო ჯამი 40-50% გამოვიდა.
02.06.2015 გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ადგილობრივ მკვიდრს სიმონ კანდელაკს ეძებენ. ამის შესახებ დაკარგული მოქალაქის ახლობლებმა გორში ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. სიმონ კანდელაკის ბიძის, სპირიდონ მიდოდაშვილის განცხადებით, დისშვილი 29 მაისს თბილისის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, დაიკარგა.
02.06.2015 გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაირკვა, რომ ატრაქციონები ოფიციალური ნებართვისა და ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე კერძო კომპანიის წარმომადგენლები ბავშვების მშობლებისგან თანხას იღებდნენ. თითო ბავშვზე - 2 ლარი.
02.06.2015 „აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი მთლიანად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


