26.06.2015 გორის რაიონის სოფელ ბერბუკში თხევადი აირით დატვირთულ ბალონებს ხანძარი გაუჩნდა. ფაქტი 2015 წლის 24 ივნისს ღამის 12 საათზე მოხდა. ცეცხლი სასწრაფოდ ჩააქრეს, პოლიციის ეკიპაჟებმა ინციდენტის ადგილამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს, ხოლო ,,შეტყობინება" ცრუ განგაშად გააფორმეს.
25.06.2015 სტალინის სახლმუზეუმის პარკში განთავსებულ კაფეებში, შესაძლოა, ლუდის დალევა აიკრძალოს. ამის შესახებ ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
26 ივნისს, 13:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში „ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლექცია-სემინარი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის ცენტრიდან აცნობეს.
24.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 2 თებერვალს ,,ლიბერთი ბანკის" სადეპოზიტო ანგარიშზე 2 მლნ ლარი განათავსა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტი წლიური 10%-ის ოდენობის თანხას მოგების სახით იღებს. ამ დროისთვის ,,კეთილმოწყობის სამსახურს" და სოფლის პროგრამებს იმ ,,დადეპოზიტირებულ" 2 მლნ ლარიდან არც ერთი თეთრით უსარგებლია.
24.06.2015 ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრა გაიმართა
24.06.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცხადიაშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს საკრებულოს სხდომაზე მის გადაყენებას აპირებენ. ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უშაულოდ საკრებულოს თავმჯდომარემ შეატყობინა.
23.06.2015 დღეს საღამოს, დაახლოებით, 22 საათზე, ახალბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მოაჯირიდან მამაკაცი მდინარე ლიახვში ხტებოდა. თავის მოკვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია ,,საქართველოს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - 112-ს" მამაკაცის მეუღლემ მიაწოდა.
23.06.2015 გორის რაიონის სოფელ სობისში 1972 წელს დაბადებული მამაკაცი ჭაში ჩავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი ჭიდან უვნებლად ამოიყვანეს.
22.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2 მლნ ლარი კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე დასვა. იქიდან მიღებული პროცენტებით ,,ააიპ"-ების ხარჯები გაზარდა. ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც (ნაციონალების გარდა) ჩაერთვნენ. გამგეობის იდეას, მმართველი გუნდიდან, ,,ფორუმელები" და ,,რესპუბლიკელები" უჭერენ მხარს.
22.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის თემის გამგებელს დავით ონიაშვილს არაკომერციული, არაიურიდიული პირის, საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფუძნების შესახებ, თანხმობა მიეცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რაიონის საკრებულოს უმრავლესობამ 8 დეპუტატის წინააღმდეგ მიიღო. მას შემდეგ, რაც დავით ონიაშვილი ე.წ. ააიპ-ს დააფუძნებს და მის დირექტორს დანიშნავს, ეს უკანასკნელი საბავშვო ბაღების გამგეებსა და მის თანამშრომლებს დანიშნავს.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


