რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
გორში აქცია „სიცოცხლის გამოწვევა“ გაიმართა

12.06.2015 აქცია „სიცოცხლის გამოწვევა“ დღეს გორში ჩატარდა. „გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულოს“ დეპუტატებმა ქალაქის ქუჩებში ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მოუწოდეს მიეღოთ აქციაში მონაწილეობა. საკრებულოს წევრებმა და მოხალისეებმა სისხლი გორის სამხერდო ჰოსპიტალში ჩააბარეს.

01:37 / 13.06.2015
ფორუმელებმა, ნაციონალებმა, დემოკრატებმა, ოქრუაშვილებმა - ანსამბლი დააფუძნეს

 12.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 დეპუტატიდან 19-მა დეპუტატმა ანსამბლის ,,მაჩაბელას" დაფუძნებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ნაციონალები" ოვაციებით შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის არსენ აზალაძის ინიცირებულ წინადადებას ,,ნაციონალებთან" ერთად მხარი  ,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს. ოპოზიციას გვერდით ,,ეროვნული ფორუმი" დაუდგა. 

00:11 / 13.06.2015
გორის უკან კასპია

11.06.2015 რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ახალ ზარალს ითვლიან

03:00 / 12.06.2015
სქემა - ატენის ხეობიდან სტიქია მტკვრის ხეობას აუყვა

11.06.2015 ტანას ხეობიდან სეტყვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს აუყვა. ატენის თემში შემავალი სოფლები უკვე ხელმეორედ დაისეტყვა. ამის შემდეგ სეტყვამ ზედაველის ველი გადაიარა და სოფელი დოესი, გრაკალი, სასირეთი და მეტეხი დასეტყვა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სეტყვა კავთისხევთან დასრულდა. 

01:27 / 12.06.2015
გორელებს ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ

11.06.2015 გორელებს (FABLOB) და (ILAB) ტიპის სამრეწველო და სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეს დღეს შეხვდნენ.

 
18:09 / 11.06.2015
უფლისციხეში ხიდს ახალი მოაჯირები უკეთდება

11.06.2015 ისტორიულ ძეგლთან - უფლისციხესთან მიმასვლელ გზაზე, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდს ახალი მოაჯირები უკეთდება. აღნიშნული სამუშაოები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ხიდი 40 წლის წინ აშენდა.

17:17 / 11.06.2015
ახალი ანსამბლი ,,მაჩაბელა" და 80 400 ლარი

11.06.2015 ახალი ანსამბლის, ,,მაჩაბელა"-ს დაფუძნების მიზნით, გორის თემის საკრებულო გამგებლისთვის თანხმობის მიცემას აპირებს. ამის შესახებ განკარგულების პროექტი საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა უკვე მოამზადა. ახალი ჯგუფის ბიუჯეტი 80 400 ლარი იქნება.

16:24 / 11.06.2015
რა შეთავაზებებია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებისთვის

10.06.2015 ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარება"-ს ხელმძღვანელის ფატი ბუხრიკიძის განცხადებით, საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები და შემდგომში საქართველოში დაბრუნებული თანამოქალაქეების მიმართ  სახელმწიფოს ახალი პროგრამა არ ვრცელდება. ამის შესახებ მან გუშინ შიდა ქართლის გუბერნატორთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.

00:27 / 11.06.2015
ტოტალიზატორში დაყრილმა ფულმა გირაო ,,მოიგო"

10.06.2015 სასტუმრო ,,ინტურისტში" მდებარე ტოტალიზატორში 39 წლის მამაკაცმა ,,უპატრონოდ" დაყრილი 2 230 ლარი იპოვა. ამის შემდეგ ამ თანხით უშედეგოდ ითამაშა, ხოლო ცოტა ხანში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით დააკავა. ეს ამბავი 2015 წლის 6 ივნისს მოხდა.

22:39 / 10.06.2015
,,გვეგონა გორში კარგი ექიმები იყვნენ"

10.06.2015 ხაშურიდან 55 წლის ქალბატონი ლალი თედიაშვილი გორში იმ მიზნით ჩავიდა, რომ საკუთარ ქალაქის საავადმყოფოს ექიმებს არ ენდობოდა. გორის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია 8 ივნისს საღამოს 6 საათზე გაუკეთეს. ოპერაცია წარმატებით ჩაითვალა, თუმცა ერთი დღის შემდეგ, 9 ივნისს, გვიან საღამოს, მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

17:50 / 10.06.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.