რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში 25 წელიწადში ტემპერატურა საშუალოდ +1.2c-ით მოიმატებს
უახლოეს 25 წელიწადში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტემპერატურა საშუალოდ +1.2c-ით მოიმატებს.

ამის შესახებ იმ კონცეფციაში წერია რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლო სხდომაზე ცნობად მიიღო.

ამ კონცეფციის მიხედვით, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 2021-2050 წლებში მოიმატებს.

ყველაზე მეტად ტემპერატურა ზაფხულსა და შემოდგომაზე იმატებს (1.7 c-ით), აბსოლიტური მინიმუმი თითქმის 0.3 გრადუსით უფრო თბილი იქნება, ხოლო მაქსიმუმი უცვლელი დარჩება.

რაც შეეხება ნალექიანობას, აღნიშნული პროცესი ყველა მიმართულებით იზრდება, მაგრამ აღნიშნული ზონის ფარგლებში არ აღემატება 500-550 მმ.

ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 3.4%-ით მცირდება.

შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში წელიწადში 440-450 მმ ნალექი მოდის.

მოსული ნალექების რაოდენობა ნალექების სეზონური ჯამებიდან მცირდება გაზაფხულსა და ზაფხულში 13,3% და 3%-ით, ხოლო იმატებს ზამთარსა და შემოდგომაზე 1.8% და 4.7%-ის შესაბამისად.

ცხელი დღეების რაოდენობა დაახლოებით 18 დღით იზრდება, ყინვიანისა 17-ით მცირდება.

2071-2100 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ცვლილების სცენატის თანახმად ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კიდევ +3.4c-ით გაიზრდება და 9.7c-ს გაუტოლდება.

ნალექების წლიური რაოდენობა დახლოებით 12%-ით შემცირდება.

ცხელი დღეების რაოდენობა 49 დღით გაიზრდება, ყინვიანისა კი დაახლოებით ამდენითვე შემცირდება.

შედეგად მუნიციპალიტეტში ყინვიანი დღეების რაოდენობა თითქმის გაუტოლდება ცხელი დღეებისას 170.

მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილების კონცეფცია არის ერთ-ერთი დანართი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების კლიმატის ცვლილების გზამკვლევისა ", რომელიც მომზადდა ,,საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" პროგრამის ფარგლებში.

მოცემული კონცეფციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

პასუხისმგებლობა მოცემულ კონცეფციაში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.