09.11.2015 გასულ კვირას ანსამბლ ,,მაჩაბელას" ანგარიშზე 35 ათასი ლარის გადარიცხვის ნებართვა გამგეობის საფინანსო სამსახურმა უკვე მიიღო. ამის დასტური საკრებულოს 11-მა დეპუტატმა გასცა. მეორე დღეს ,,მაჩაბელამ" გორის სოფლებში კონცერტების გამართვა კორსიკულ გუნდთან ერთად დაიწყო. კორსიკის კულტურის დეპარტამენტის უფროსი კი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
09.11.2015 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე 5 მლნ ლარი ვერ აითვისა. ჯამში მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი 12 მლნ ლარს შეადგენს. გამგეობის მუშაობით პარტია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკმაყოფილებას ვერ ფარავენ. სამაგიეროდ, მაჟორიტარი დეპუტატის გუნდისა და ამავე კოალიციაში შემავალი წევრები 9 თვის ანგარიშის შესრულებას დადებითად აფასებენ.
09.11.2015 გორში გამოკითხულთა 2.1% სტალინის ძეგლის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე იმ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს, რომელიც ჩეხურმა ორგანიზაციამ ,,აგორა" გამოკითხვა გორში ჩაატარა.
10 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი: სტალინის ქ. 7 ) გაიმართება შეხვედრა და სემინარი თემაზე - "ევროკავშირის ბაზრის ათვისების შესაძლებლობები, პერსპექტიული პროდუქტები, გამოწვევები და წარმატებები".
09.11.2015 მკვლელობა 6 ნოემბერს, ქალაქ კასპში, ფარნავაზის ქუჩაზე, საღამოს 7 საათზე ,,ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აღნიშნულ ქუჩაზე გარდაცვლილი, 41 წლის იოსებ ხორავა და ბრალდებული, 18 წლის ბაჩო მ. ცხოვრობენ.
2015 წლის 29 ოქტომბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეცხრამეტე შეხვედრა გაიმართა.
26.10.2015 მას ხშირად ეკითხებიან - ქართველი ელბაქიძე ხარ, თუ ოსი? როგორც თვითონ ამბობს, ორმაგი სტანდარტით ცხოვრობს. „ეთნიკურად იმდენად არის არეული ყველაფერი, რომ ვერ გაარკვევ, სადაური ხარ. პირადად, მე ორმაგი სტანდარტით მიწევს ცხოვრება. ჩვენი გვარის წარმომადგენლები მჭიდროდ არიან დასახლებულნი როგორც რაჭაში, ასევე ქარელში და ისინი ქართველები არიან. სამაჩაბლოში არის სოფელი ქურთა, სადაც, ასევე, ქართველი ელბაქიძეები ცხოვრობენ. შემდეგ გავიგე, რომ ყოფილა ჯავის რაიონი ელბაჩითაი, სადაც მთელი სოფელი ამ გვარის წარმომადგენელია, თუმცა იწერებიან ელბაჩიევებად”, ამბობს ვანდა ელბაქიძე
22.10.2015 შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იმ ქალს ეძებს, რომელმაც 20 ოქტომბერს, გვიან ღამით, გორის ძველ უბანში სხვის კუთვნილ მანქანას ბენზინი გადაასხა და დაწვა.
22.10.2015 გორის საფეხბურთო კლუბის, ,,დილას" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა საკუთარი თავებისთვის და ფეხბურთელებისთვის ხელფასები ისე გაზარდეს, ქალაქის მერია საქმის კურსში არ ჩააყენეს. ამის შესახებ გორის მერმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
22.10.2015 ,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში, ზუსტად იციან დრო, როდესაც მათი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე წითელი საღებავები შეასხეს, იგივე მოხდა კასპშიც.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


