ვიდეორეპორტაჟი
გორში საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მარო" დაფუძნდა
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საზოგადოება ,,მაროს“ წევრებმა, ქალაქ გორში სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით, პეტიცია შეადგინეს. პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს 2018 წლის 9 მაისიდან შეეძლება.

ორგანიზაციის წევრები საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ხვალ გორის უნივერსიტეტში დაგეგმილ ფორუმზე მიაწვდიან.

,,მაროს“ წერებმა ხვალინდელი ფორუმისა და ახალი ინიციატივის შესახებ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გორის ცენტრალურ, მთავარ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი უნდა ეწოდოს.

საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პეტიციას გორის მერიას და საკრებულოს გაუგზავნიან.

ტიცია სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით

ჩვენი არჩევანი იმის თაობაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, მეტყველებს იმ ღირებულებებზე, რასაც მნიშნველოვნად მივიჩნევთ. როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რუსეთთან ომით დაზარალებული ქალაქის მთავარი ქუჩა დღემდე სტალინის სახელს ატარებს, ეს შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსთან, იმ ღირებულებებთან, რომელთან იდენტიფიცირებასაც ვახდენთ. ამიტომ, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მივმართავთ გორის მერს, წარადგინოს ინიციატივა გორის მუნიციპატლიტეტის საკრებულოს წინაშე, რათა ამ უკანასკნელმა იმსჯელოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

1921 – 1953 წლებში, სტალინურმა რეჟიმმა დაიჭირა და გადაასახლა 1 მილიონი ადამიანი, საკუთარი მიწიდან იძულებით აყარა 9 მილიონი გლეხი, მასიური კოლექტივიზაციის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ხელოვნურმა შიმშილობამ უკრაინაში 6 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, „დიდი ტერორის“ დროს დაისაჯა მილიონამდე ადამიანი, შრომით ბანაკებში 4 მილიონი ადამიანი გაიგზავნა. სტალინიზმის შედეგად, 1921-დან 1941 წლამდე, 72 000 ქართველი დახვრიტეს, რაც მთელი ერის 3% წარმოადგენდა. ისტორიული ფაქტების გააზრება, ლოგიკურს ხდის, სტალინიზმისგან დისტანცირების სურვილს, რომელიც ჩვენი მოთხოვნის საფუძველია



მოძრაობის წევრებმა ორგანიზაციას სახელწოდება ,,მარო" საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ხსოვნის პატივსაცემად უწოდეს. მარო მაყაშვილი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
მინი ფეხბურთში გორის თასის მფლობელი ,,კომბინატია" - მეჯვრისხეველები მსაჯის დასჯას ითხოვენ
მეჯვრისხეველების პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი აზრით, მსაჯებმა თამაში 5 წუთით ადრე დაამთავრეს.
გორელი მოსწავლეები მასშტაბურ მოხალისეობრივ საქმიანობას იწყებენ
გიორგი აბაშიშვილი „სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს" პროექტის მონაწილეებს შეხვდა
მეჯვრისხევში სტიქიით დაზარალებულების სანახავად გუბერნატორი მივიდა
არხებმა წყალი სრულად ვერ გაატარა და ეზოებისკენ გადავიდა. საცხოვრებელი სახლები დაიტბორა პატარა მეჯვრისხევისა და 
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გორში საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მარო" დაფუძნდა

გორში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველი ნაბიჯი სტალინის ქუჩის სახელწოდების შეცვლისკენ გადაიდგმება

რას ფიქრობენ გორში - ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირების შესახებ
,,ძიუდო ყოველთვის გამოირჩეოდა სიმტკიცით, განსხვავებით, სხვა ფედერაციებისგან. ამიტომ, დღევანდელი ფაქტი ძალიან სამწუხაროა." - ასკვნის ანზორ თენაძე.
გორში გარემოვაჭრეთა ნაწილი დახლებს პოლიციის მოთხოვნის შემდეგ იღებენ
თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაანთავისუფლებდნენ, მათ მიმართ განხორციელდებოდა 
ამავე კატეგორიაში
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან
ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
გორელმა ახალგაზრდებმა მოლდოველ, ფინელ, შევედ და სომეხ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევები იმ საჭიროებების გამოსავლენად, 
19:01 / 22.05.2018
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ
ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, 
15:53 / 16.05.2018
ასეთი შემთვევების თავიდან აცილებაზე გარანტიას ვერავინ გასცემს:
,,ამაზე გარანტია, მხოლოდ, კანონია
ასეთი შემთვევების თავიდან აცილებაზე გარანტიას ვერავინ გასცემს: ,,ამაზე გარანტია, მხოლოდ, კანონია" - უპასუხა კახა სამხარაძემ.
22:00 / 23.03.2018
კოჭლამაზაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოსტს 2016
წლიდან იკავებდა. მანამდე ქვემო ქართლის პროკურორი იყო.

კოჭლამაზაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. მანამდე ქვემო ქართლის პროკურორი იყო.

18:04 / 22.02.2018
,,გზას ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისგან საგზაო დეპარტამენტის
წარმომადგენლები გაასუფთავებენ. იგეგმება ახალი საყრდენი კედლის
აშენებაც.
,,გზას ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისგან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები გაასუფთავებენ. იგეგმება ახალი საყრდენი კედლის აშენებაც.
13:43 / 31.01.2018
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.