რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,გამოვარდა ბუჩქებიდან და ავტომატი ფეხებისკენ გვესროლა" - რა მოხდა სათემოში

28.07.2015 გორის რაიონის სოფელ სათემოში სარწყავი არხის სათავეში მყოფ ადგილობრივებს ერთ-ერთმა პიროვნებამ ავტომატი ფეხების მიმართულებით ესროლა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა ზაზა მეზვრიშვილმა უამბო.

03:17 / 29.07.2015
საკრებულოს წევრს ძველი ბილეთები მიჰყიდეს

28.07.2015 საკრებულოს წევრს ილია მეტრეველს გორის ავტოსადგურში ძველი ბილეთები მიაყიდეს. ამის შესახებ მან საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ორი თვის წინანდელი ბილეთები გორი-თბილისის რეისზე ყველა მგზავრს მისცეს.

02:25 / 29.07.2015
,,ერთი წელი არაფერი გაგიკეთებიათ, ხელფასების მატებას ითხოვთ?" - მიმართავს გამგეობას ,,ქართული ოცნება"

28.07.2015 ,,ერთი წელი არაფერი გაგიკეთებიათ, სასმელი წყლის ყველა პროექტი ჩააგდეთ, თანხებს ვერ ითვისებთ, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხებს ვერ იყენებთ, შედეგი არაფერი დაგიდიათ და ხელფასების მომატება გინდათ? - მიმართა ,,ქართული ოცნების" წევრმა სოფელ ატენიდან სოსო ვანიშვილმა რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს რეზო გოგიაშვილს.

00:58 / 29.07.2015
ყირიმ-კონგოს დაავადებით პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

28.07.2015 ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრები, 58 წლის გიგო ქველაძე, ყირიმ-კონგოს დაავადებით, ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის.  გუშინ დღემდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. შემთხვევა 2015 წლის 1 ივლისს მოხდა, თუმცა გიგო ქველაძემ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაავადების მიზეზები არ იცოდა.

19:15 / 28.07.2015
გორელი ახალგაზრდები საარჩევნო უფლებისა და მოვალეობის შესახებ

24.07.2015 საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომლის წევრიცაა  „Qartli.gE“, ახორცელებს პროექტს „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის.“ ამ პროექტის ფარგლების დავინტერესდით, რა იციან გორელმა ახალგაზრდებმა საკუთარი საარჩევნო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

23:57 / 25.07.2015
ანონსი: როკ-ფესტივალი გორში და უფასო ანალიზები ჰეპატიტებზე

2015 წლისს 27-28 ივლისს,  ,,მსოფლიო ჰეპატიტების დღე’’-ს,   ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი,  არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ნაბიჯი მომავლისაკენ’’ და  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აღნიშნავს. 

23:44 / 25.07.2015
დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

24.07.2015 საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.

02:14 / 25.07.2015
,,რა დროს ხელფასების მატებაა, ჩემ სოფელში ხალხი წყლით მოიწამლა"

24.07.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში რამდენიმე ოჯახი სასმელი წყლით მოიწამლა. ამის შესახებ, დღეს, სოფლის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა საკრებულოში, ლიანა კოვზიაშვილმა, კომისიის გაფართოებული სხდომის დაწყებამდე, განაცხადა. წყალი, საილუსტრაციოდ, პლასტმასის ბოთლებით გამგეობის წევრებს მიუტანა.

00:53 / 25.07.2015
კინო 1 ლარად რეგიონებში

24.07.2015 გუშინ, კასპის კულტურის ცენტრში - ,, ჰარმონია",  პროექტის ,, კინო რეგიონებში" ფარგლებში, რეჟისორ სალომე /ნუცა ალექსი – მესხიშილის ფილმი ,,კრედიტის ლიმიტი" აჩვენეს. გ ბილეთის ფასი 1 ლარია. უახლესი ქართული ფილმების ჩვენება 10 სექტემბრამდე, ხუთშაბათობით, გაიმართება.

20:05 / 24.07.2015
აქცია დეოკუპაციის მოთხოვნით და მოქალაქეების შეფასებები

22.07.2015  დღეს გორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ,,ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის" გაიმართა. მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, როგორც გორიდან, ასევე სხვადსხვა ქალაქებიდან მიიღეს. აქციას ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდნენ.

21:51 / 22.07.2015
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.