14.07.2015 ამ წუთებში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის, ადგილობრივი ,,პარტიზანისა" და გორის ,,დილას" შორის, შეხვედრა ბელგრადში მიმდინარეობს. პირდაპირ ტრანსლიაციას კი, გორელები მთავარ მოედანზე უყურებენ.
14.05.2015 ქართველ ჟურნალისტთა ნაწილმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოხსნა. აქცია სოციალური ქსელით ,,ფეისბუქი" დაიგეგმა. მონაწილეთა ძირითადი ნაწილი დედაქალაქიდან ჩავიდა.
13.07.2015 დღეიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში ანტიკორუფციულმა საბჭომ ბინა დაიდო. მისი წევრები ამავე პარტიის წარმომადგენლები არიან. კინოთეატრ ,,გამარჯვების" დაახლოებით 500 კაციან დარბაზში საბჭოს პირველი მუშაობის შედეგები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გააცნო. საბჭოს მონაცემების დიდი ნაწილი არაზუსტი ინფორმაცია აღმოჩნდა.
13.07.2015 გორის რაიონის სოფელი ვარიანში სასულიერო პირის, მამა გრიგოლის (გოგიჩაძის) საცხოვრებელ სახლში ქურდები შევიდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასულიერო პირმა აცნობა. მისი თქმით, ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდობლობას უცხადებს, ხოლო ფაქტის გამოძიებას სამხარეო პოლიციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს იაგო საურს არ ანდობს.
12.07.2015 ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ შიდა ქართლის პროკურატურამ ობიექტის მშენებლობის ხელმძღვანელს ავთანდილ ღონღაძეს ბრალი 2015 წლის 29 ივნისს წაუყენა. გორის სასამართლომ ბრალდებულს გირაო 1000 ლარი შეუფარდა, რომლის თანხა 30 ივლისს უნდა დაიფაროს. პროკურატურა გირაოს, 4 ათას ლარს ითხოვდა.
12.07.2015 ,,თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის გორის ორგანიზაციის წევრებმა პროკურატურის შენობასთან, გორში, აქცია გამართეს.
12.07.2015 ვოკალური სტუდიის - ,,ახალი თაობა" - ხელმძღვანელის, ელიკო ალექსიძის შემოქმედებითი საღამო გორის სასულიერო გიმნაზიის სააქტო დარბაზში გუშინ, 11 ივლისს გაიმართა.
12.07.2015 ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართულ პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას."
10.07.2015 გორის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს სტენდზე საკრებულოს წევრებისა და თანამშრომლების დაბადების დღეების სია გამოაქვეყნეს. ფოტოზე, რომელიც Qartli.gE-მ გადაიღო, მონაცემები არასრულია.
10.07.2015 გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჯიპი ,,აკრძალულ ზონაში" შევიდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მისი მძღოლი არ დაუჯარიმებია.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.


