Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« апреля 2026 »»
п в с ч п с в
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს და აზერბაიჯანს გადასცეს
,,პუბლიკას'' ცნობით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოდან გააძევეს, უკვე ბაქოშია.

გამოცემა წერს, რომ სადიგოვის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ ონლაინ-გამოცემაში — Qazetci.org გამოქვეყნდა.

გამოცემა ადვოკატ ნემატ ქარიმლის მიერ რეპორტიორისთვის მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრაციის სამსახურში გასაუბრების შემდეგ აფგან სადიგოვი გაათავისუფლეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აფგან სადიგოვმა ჟურნალისტთან განცხადებაში აღნიშნა, რომ ის აზერბაიჯანს „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე გადასცეს:

„მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს გადამცეს. მათ ბაქოში, მიგრაციის მთავარ სამმართველოში ჩამომიყვანეს. სამმართველოში მაცნობეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ასე რომ, ჩემი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. გათავისუფლებული ვარ, ბაქოში ვიმყოფები“.

ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს:

„თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავდა ჩემს დეპორტაციას აზერბაიჯანში, უხეშად დაირღვა. საქართველოს მთავრობა დაისჯება ამ უკანონო გადაწყვეტილებისთვის“.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტიურებს სადიგოვის ერთ-ერთი ადვოკატი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი, თამთა მიქელაძეც.

როგორც მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება.

როგორც მიქელაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის „შეკერვა“.

დღეს, კვირას, გამთენისას 4 საათზე, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა საგანგებოდ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი „სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე“ სამართალდამრღვევად ცნო და მისი აზერბაიჯანში გაძევების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას საქართველოში 3 წლით შემოსვლა აუკრძალა და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020