რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ზარდიანთკარში 94-წლის კიაზო გობოზოვს ესტუმრნენ, რომლის შვილი და შვილიშვილები ცხინვალში ცხოვრობენ
დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატები სოფელ ზარდიანთკარის მოსახლეობასთან საშობაო საჩუქრებით მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ისინი 94-წლის კიაზო გობოზოვსაც ესტუმრნენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფ ხაზთან მარტო ცხოვრობს. კიაზო გობოზოვს საახალწლო საჩუქარი პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადასცა.
მასრტოდმარტო დარჩენილ მამაკაცთან ინტერვიუ qartli.ge-მ გასულ წელს ჩაწერა. სწორედ მაშინ მოგვიყვა თავის ისტორიას. მისი თქმით, შვილებიც და შვილიშვილებიც ღობის მიღმა ცხროვრობენ ,,ჩემი შვილის სახლს ვპატრონობ. ერთი ბიჭი ცხინვალში ცხოვრობს, მეორე რუსეთში. შვილიშვილებიც ცხინვალში არიან. მეორე ბიჭის შვილი კი, ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ვლადიკავკაზიდან მოდიან ხოლმე და მნახულობენ" - გვითხრა კიაზო გობოზოვმა ინტერვიუს დროს.

ზარდიანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 173 ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის 35% ეთნიკურად ქართველი. 90-იან წლებში საომარი მოქმედების გამო ოსი ეროვნების მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, თუმცა გარკვეული ნაწილი 1997 წელს დაბრუნდა. მათი სახლები, ვინც არ დაბრუნებულა, დღემდე მიტოვებულია. აქედან გამომდინარე 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დემოგრაფიული სურათი შეიცვალა. 117 მოსახლიდან 68% ქართველი, ხოლო 32% ოსი ეროვნების მოქალაქე იყო.

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სოფელი ძირითადად უკვე ქართველებმა დატოვეს. მხოლოდ 2012 წელს მოხდა უკან დაბრუნება.
იხ. ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.