რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
აგროდაზღვევა - თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარი აუნაზღაურა
არელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მკვიდრს ილია ჯაფიაშვილს მოჰყავს როგორც ხილი, ასევე ბოსტნეული.  ამჟამად, ის მშვიდადაა, რადგან მისი მოსავალი დაზღვეულია თიბისი დაზღვევაში. იცის, რომ სეტყვა, წყალდიდობა ქარიშხლი ან საშემოდგომო ყინვა ფერმერისთვის  ძირითადი გამოწვევებია.

,,აქტიურად ვარ ფერმერულ სფეროში ჩართული, ჩემთვის ყველა სეზონი აქტიურია, რადგან ნერგები 8ჰა-ზე მაქვს გაშენებული. მაქვს ვაშლის ბაღი და ასევე  ამავე ფართობის მიწაზე შარშან ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი დავრგე, რომელიც მინიმუმ 400 ტონა მოსავალს მაძლევს. ამდენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მშვიდად ვარ, რადგან სტიქიური მოვლების არ მეშინია. აგროდაზღვევით სარგებლობას ყველა ფერმერს ვურჩევ." - აღნიშნა ილიამ.

აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.

ვის უნდა მიმართოს ქართლელმა ფერმერმა

ჩვენ ვესაუბრეთ თიბისი ბანკის გორის სერვის-ცენტრის დირექტორს, იოსებ მაზმიშვილს. ამბობს, რომ მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც დაზღვევის კუთხით მუშაობს.

,,თიბისი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ბოლო რამოდენიმე წელილწადია ადგილობრივ სადაზღვეო კომპანიებთან. გორში არსებულ კომპანიებთან, რომლებიც ახდენენ აგრომოსავლის დაზღვევას ფერმერებისათვის. სადაზღვეო კომპანიებიდან აი მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია თიბისი დაზღვევა, რომელიც უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ პროექტშია ჩართული და თიბისი ბანკის არხების საშუალებით აზღვევს სხვადასხვა კულტურებს, - ამბობს სოსო მაზმიშვილი.

მისი განმარტებით, დაზღვევა იმ დიდი რისკების შესამცირებლად ფაქტიურად უნიკალური საშუალებაა. ამ მექანიზმს მრავალი წელია განვითარებული ქვეყნები აქტიურად იყენებენ ფერმერების შემთხვევაში და არც ჩვენი ქვეყანაა ამ შემთხვევაში გამონაკლისი.

,,აგროდაზღვევა განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი ფერმერებისთვის მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შემოვიდა ფერმერსა და სადაზღვეო კომპანიას შორის ურთიერთობაში; იმ ბენეფიტებით, რასაც ჰქვია აგროდაზღვევის ხარჯის სუბსიდია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აგროდაზღვევა, დაზღვევის 50%- ვაზის კულტურის შემთხვევაში ფარავს სახელმწიფო, ხოლო სხვა კულტურების თანადაფინანსება 70%-ია. ვგულისხმობ ფერმერის გასაწევ ხარჯს, - ამბობს სოსო მაზმიშვილი.

მან მაგალითისთვის მოიყვანა შიდა ქართლი, სადაც  ვაშლის კულტურის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ქვეყანაში:  ,,თუ მაგალითად გვიანი სადაზღვეო პრემია არის 2 000 ლარი, ანუ ფერმერის სადაზღვეო ხარჯი 1 ჰა ვაშლის შემთხვევაში, აქედან 30%- იხდის მხოლოდ ფერმერი და ეს არის 600 ლარი, დანარჩენ 1 400 ლარს ასუბსიდირებს სახელმწიფო. ეს საკმაოდ დიდი შეღავათია ფერმერებისთვის, - განმარტავს სერვის-ცენტრის დირექტორი.

ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხითაც შეუძლია. თიბისის აქვს ასეთი პროდუქტი - აგროდაზღვევისთვის  სესხი და მინიმალური საპროცენტო განაკვეთის სიმბოლურ ხარჯს წარმოადგენს.

,,არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ამის გადახდა ფერმერს არ შეეძლოს და ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არაფერს არ იხდის ფერმერი ანუ როგორც აღვნიშნე 70%- ახლავე ურიცხავს თიბისი დაზღვევა სახელმწიფო პროექტიდან გამომდინარე, ხოლო დანარჩენის დაფინანსება სესხითაც შეუძლია ფერმერს, რომელსაც იხდის მოსავლის აღების შემდეგ, - აღნიშნავს სოსო მაზმიშვილი.

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერი ადამიანისთვის არის შესაძლებელი, ვინც ამუშავებს ბაღს და მოსავალი მოჰყავს.

პირობებს რაც  შეეხება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უნდა იყოს,  დასაზღვევი ნაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.  მაარცვლეული კულტურების შემთხვევაში უკვე ცენზი დაწესებულია 30 ჰა-ზე.

,,თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოსთან თანადაფინანსების გარეშეც მოახდინოს თავისი მოსავლის დაზღვევა და მთლიანი ხარჯის გაწევა თავად უხდება. მაგალითად ვაშლის კულტურის დაზღვევის შემთხვევაში 1 ჰა-ზე 2 000 ლარს თავად იხდის, - აღნიშნავს სოსომ.

პროცედურას რაც შეეხება, ფერმერს შესაძლებლობა აქვს ფილიალებს მიმართონ, ერთი დაზღვევის გასააქტიურებლად. მოცდის პერიოდი მხოლოდ ხუთი დღეა და რის შემდეგაც დაზღვევა ძალაში შედის.

ზარალის შემთხვევაში რეაგირება თიბისი დაზღვევიდან მოხდება. განხორციელდება ადგილზე ვიზიტი და შეფასდება ზარალი და ზარალი შესაბამისად ანაზღაურება.

,, აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზღევამ 2019 წელს აგროდაზღვევის ფარგლებში ჯამურად 228 ფერმერს 2,000, 0000 ლარის ოდენობის ზარალი აანაზღაურა - გვითხრა სოსო მაზმიშვილმა.

აგროდაზღვევის ცნობადობა იზრდება

გორის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი საკუთარი გამოცდილებით აცხადებს, რომ წლიდან წლამდე  აგრომიმართულებით სადაზღვეო ბაზარზე ცნობადობა უფრო და უფრო იზრდება.

,,თუ შარშანწინ იცოდა ორმა, სამმა ადამიანმა ერთი სოფლიდან, შარშან აქტიური პრომოუშენი გავაკეთეთ ამის შესახებ და საკმაოდ ბევრმა ისარგებლა და ეხლა ძირითადად მომართვიანობა არის იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოგზავნეს იმათ, ვინც უკვე ისარგებლა ამ პროგრამით, - აღნიშნავს თი-ბი-სი ბანკის გორის სერვის-ცენტრის დირექტორი.

მისი გაანგარიშებით, შარშანდელთან შედარებით მომართვიანობა გაორმაგდება.

,,თვითონ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სახელმწიფოც, რამოდენიმე წელია, სუბსიდირებას აკეთებს; და თუ ამ დაზღვევას არ ჩართავს ფერმერი, სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ყველაფერი წყალში იყრება თუ არ გაქვს საიმედო კომპანიაში დაზღვეული’’, -  ასკვნის სოსო  მაზმიშვილი.

შეგახსენებთ, პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.