კალენდარი
ახალი ამბები
ტყემლოვანა - გადაფორმებული სოფელი კონკორდატის სახელით


საღამო ხანს, გორში დაბრუნებას რომ ვაპირებდით, სოფელში მანქანით ორი პიროვნება შემოვიდა. ჩვენი მასპინძელი კარებთან მიეგება.

- გამარჯობა, აქაური ბრძანდებით? - ჰკითხეს მურად ქორთიევს.
- კი, რაშია საქმე?
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
- სადაური კაცი ხარ? - ჰკითხა მასპინძელმა.
- დირბელები ვართ.
- მე არაფერი ვიცი, ვერ გეტყვით" - ამ სიტყვებით გაისტუმრა დირბელები.

მობრუნდა ეზოში ბატონი მურადი. სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა.

,,მამაჩემი და დედაჩემი აი იქ მთაზე ადიოდნენ, სადაც ცარიელი ადგილი იყო, ტყის პირას, ამუშავებდნენ, ხან კარტოფილს თესავდნენ, ხან რას. მე თვითონაც მიკვრის, ისეთ ადგილებს ამუშავებდნენ ხოლმე. სულ 4 გვარი ვცხოვრობდით - გაგლოევი, ქორთიევი, ჯაგაევი და გათიკაევები. ერთი ოჯახი იყო ქოქოევის - ისიც ბიძაჩემის, ეხლა? ტყით გაივსო აქაურობა. მოდი და უყურე, რაც აქ ხდება." - თქვა და სახლის უკან ლობიოს კვლებისკენ გაეშურა, წყალი მაქვს დასაწყვეტიო.

ფოტოზე: მურად ქორთიევი პაპის ნასახლარზე

სოფელი, რომლის შესახებაც ამბავს გიყვებით, ძამის ხეობის ბოლო სოფელია. ამ ადგილს ყველა ძამის ხეობას ეძახის, სინამდვილეში, ტყემლოვანისწყლის ხეობაში ვართ. ტყემლოვანისწყალი კი მდინარე ძამას საკმაოდ მოშორებით უერთდება.

ტურისტულ სეზონზე უამრავი მანქანა მოძრაობს. მრევლი თუ ვიზიტორი ქოზიფას მონასტრისკენ მიდის. ტყემლოვანას ჩაუვლიან და ფიქრობენ - ,,რა უპატრონოდ მიუტოვებიათ სახლები? მადლობა ღმერთს ბერები აქ არიან!"

ძამის ხეობა სინამდვილეში სხვა ტრაგედიას ინახავს. აქ მცხოვრებლებს სახლ-კარი საკუთარი ნებით არ მიუტოვებიათ. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში, არაფორმალური დაჯგუფებები გამოჩნდნენ, მოსახლეობას ართმევდნენ საქონელს, ძირითად შემთხვევაში კი, ეთნიკური ნიშნით ავიწროებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ სახლ-კარიც კი.

30 წლის წინ აქ ურმებით ხალხი დადიოდა. 8-კლასიან სკოლაში ბავშვები ხშირად ფეხშიშველი დადიოდნენ. ბარში მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩადიოდნენ, მიჰქონდათ ყველი, ჩაჰყავდათ ბატკნები გასაყიდად...

,,მახსოვს ბებიაჩემი ქვებს გვაკრეფინებდა ხოლმე. გზის გასასუფთავებლად იმდენი ქვა მოგვიგროვები, ამას როგორ ვახერხდებით, ვფიქრობთ ხოლმე" - ამბობს რუსუდან ფილიევი, რომელიც დღეს ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი პაპა და ბებია ტყემლოვანაში ცხოვრობდნენ.


ფოტოზე: მურად ქორთიევი ბლის საუკუნოვან ხესთან, გაჭირვების დროს, ბალამწარას მთელი სოფლის ბავშვები კრეფდნენ

გასულ წელს, ბიძაშვილებთან ერთად, ჩამოვიდა. პაპის სახლთან მივიდა და რას ხედავს - უშველებელი გალავანია შემოვლებული, რომლის შიგნით ორსართულიანი სახლი მოექცა.

,,მამაომ გვითხრა, რა ვქნა, მოვიკითხეთ, გეძებეთ და რომ არ გამოჩნდით, ასე მოხდაო. ძალიან ვინერვიულე. ჩვენი მოძებნა არ იყო რთული. სოფელში ვინც ცხოვრობს, ჩვენი ბიძაშვილია და შეეძლოთ, მასთან მოვეკითხეთ. მალე გამოვბრუნდით სოფლიდან, მაგრამ პაპაჩემის და ბებიაჩემის სახლის დაბრუნებას მაინც შევძლებთ," - გვითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

,,ერთ სახლს ბიძაშვილებს ვუნახავ" - გვითხრა მურად ქორთივმა. ,,კი, შემოღობეს, მაგრამ სახლს
ვერავინ დაიკავებს. ისინი რომ ჩამოვლენ ხოლმე, თავიანთი სახლი უნდა ჰქონდეთ".

ტყემლოვანა 1990 წელს დაიცალა. ქართულ-ოსური კონფლიქტი ძალიან მძიმედ გადაიტანეს. შორიდან მანქანის ხმას რომ გაიგებდნენ, არიქა, შემოგვესივნენო. ხალხი, დიდი და პატარა, ასევე მოხუცები, ტყეებისკენ გარბოდნენ. ფიჭვნარიდან უყურებდნენ, რაც ხდებოდა სოფელში.


ფოტოზე: ლია და ზურაბ ეკალაძეები, მათთან სტუმრად სახლის ყოფილი მეპატრონის შვილი და შვილიშვილები მიდიან ხოლმე

არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნებართვით მოქმედებდა, მოსახლეობას ძარცვავდა. განსაკუთრებით, იმ სოფლებში, სადაც ბევრი ძროხა, ცხვარი და თხები ყავდათ. მანქანებზე ტვირთავდნენ საქონელს და ისე მიდიოდნენ.

,,წასვლა რომ დავაპირეთ, ბიძაჩემი მოვიკითხეთ. ძლივს ვიპოვეთ, ტყეშიც ძლივს მივაგენით, ისეთ ადგილზე იყო დამალული. ძალიან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც ამ მშრომელმა ხალხმა გადაიტანა," - გვიყვება ქალბატორნი რუსუდანი. თან ბოდიშს გვიხდის, რომ სამუშაოზე იმყოფება და უნდა დაგვტოვოს. ,,რომ ჩახვალთ სოფელში, იქ ერთი ლამაზი სახლია, აივანი აქვს. შედით იმ სახლში, გახსენით კარი. თუ ამინდი აირიოს, შეეფარეთ, აივანზე დაისვენეთ, სხვა ვერაფრით გაგიმასპინძლდებით," - ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა რუსუდან ფილიევი.

მურადი ქორთიევი უკვე 70 წლისაა. 1990-იან წლებში არ წავიდა ჩრდილოეთ ოსეთში. საქართველოში დარჩა და გორში ცხოვრობდა. 1996 წელს ხეობაში ბერები გამოჩნდნენ. საცხოვრებლად მიტოვებული სახლები დაიკავეს. სოფელში ცოტა ხნის შემდეგ მურად ქორთიევიც დაბრუნდა. რადგანაც პაპისეული სახლი ინგრეოდა, ბიძაშვილის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ტყემლოვანაში, 20 წლის წინ, გორიდან კიდევ ერთი ოჯახი დასახლდა.



2019 წლიდან ელბაქიანთკარიდან ტყემლოვანამდე გზის მშენებლობა დაიწყო. მიწის ფართობების გაყიდვა კი ინტენსიურად განახლდა. ქარელის მერიის ბალანზე რიცხული ათასობით ჰა უკვე გასხვისხდა. 2019 წლის ბოლოს, კონკორდატის საფუძველზე, ქარელის მერია საჯარო რეესტრს დაეთანხმა, რომ ეკლესია და მასზე განთავსებული მიწა საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. ასეც მოხდა
.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს
ადმინისტრაცია
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს ადმინისტრაცია
19:17 / 24.01.2021
პატრულის თაბანშრომელმა სოსო დემეტრაშვილმა სუდაძესთან ერთად მისი ორი
მეგობარიც დააჯარიმა
პატრულის თაბანშრომელმა სოსო დემეტრაშვილმა სუდაძესთან ერთად მისი ორი მეგობარიც დააჯარიმა
13:22 / 24.01.2021
გორის მერიამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ახალი ავტობუსების
ამუშავების გეგმა

გორის მერიამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ახალი ავტობუსების ამუშავების გეგმა

20:40 / 22.01.2021
დათა ვანიშვილის შვილიშვილმა პაპისა და ბებიის სახლი დღეს დილით
დატოვა. ცოტა ხნის წინ,
დათა ვანიშვილის შვილიშვილმა პაპისა და ბებიის სახლი დღეს დილით დატოვა. ცოტა ხნის წინ,
16:50 / 22.01.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
,,რამდენიმე წლის წინ, სასულიერო პირი მოვიდა სოფელში და თქვა, რომ აუცილებლად ჩავუტარებთ რესტავრაციასო,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.