რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გორელ გოგონას მშობლიურ ქალაქში ლატვიიდან 30-წევრიანი ჯგუფი მიყავს
გორში, ლატვიური გუნდი ,,პაკალნი" ჩამოდის. ისინი უკვე აეროპორტში არიან და 25 ივნისს კონცერტს გამართავენ. გუნდის წევრების ვიზიტის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ტლაშაძე.

ის ამჟამად ლატვიაში ცხოვრობს და სტუდენტია.

,,იმ სიტუაციის ფონზე, რომელიც ახლა საქართველოშია, მერიდება ამის თქმა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოხატავს იმ რეალობას, რომ რუსი ტურისტების გარეშეც ძალიან მაგარი და საინტერესო ქვეყანა გვაქვს და სულაც არ ნიშნავს მათი ვერ შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დასასრულს." - წერს მარიამ ტლაშაძე.

,,პაკალნის" ვიზიტს პარლამენტის ყოფილი წევრი თეო ტლაშაძეც ეხმაურება: ,,აი ამ სიფრიფანა გოგოს, რომელიც სულ 1 წელია გავამგზავრეთ ლატვიაში სასწავლებლად, 30 კაციანი დელეგაცია მოყავს ამ წუთებში საქართველოში" - აღნიშნავს თეო ტლაშაძე.

მარიამ ტლაშაძე იმასაც აცხადებს, რომ გუნდში ,,პაკალნი" გასულ წელს თავადაც მღეროდა:

,,საქართველოში მოგზაურობაზე და კონცერტის გამართვაზე სულ ოცნებობდნენ და აი მათი მუნიციპალიტეტის დახმარებით მოვახერხეთ ეს ძალიან სასიხარულო ვიზიტი. ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ საქართველოს მთებს, გასინჯავენ ქართულ ღვინოს და იმღერებენ ქართულ და ლატვიურ სიმღერებს ქართულ გუნდთან ერთად." - ამბობს მარიამი.

გორში კონცერტი 25 ივნისს 19 საათზე, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი "გორიც" იღებს. ღონისძიება არის ერთობლივად ორგანიზებული სმილტენეს და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ და ემსახურება ქართველი და ლატვიელი ხალხის დამეგობრებას.

თეო ტლაშაძე იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც მარიამს ევროპაში გასამგზავრებლად გზის თანხაც არ ჰქონდა:

,,გახსოვთ ალბათ, 1 წლის წინ ვწერდი, რომ დამიკავშირდა ახალგაზრდა, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი ჰქონდა მოპოვებული. სწავლის დრო მოდიოდა და მას კი გზის ფული არ ქონდა, მიმართა ყველას, ვისთვისაც შეიძლებოდა მიემართა გორის მუნიციპალიტეტში, თუმცა ამ გზის დასაფინანსებლად, ვერ მოიძებნა მუხლი, რითიც დააფინანსებდნენ, ბოლო იმედი მე აღმოვჩნდი, რომელიც არც ხელისუფლებასთანაა დაახლოებული, არც დასაქმებული, თუმცა ჰქონდა იმედი, რომ გულთან მივიტანდი. ასეც მოხდა და ეს გოგონა უკვე ტარტუს უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია, ჩასვლისთანავე დაიწყო მუშაობა, დღე სწავლობდა, საღამოს მუშაობდა, ღამე მეორე დღისთვის ემზადებოდა. სულ მოკლე ხანში წარმატებული სწავლისთვის, დაენიშნა სტიპენდია, სამსახურს დაანება თავი და ახლა სულ სწავლობს და თან ზრუნავს ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. დაამყარა კავშირები ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, დავაკავშირეთ ისინი ჩვენს მუნიციპალიტეტს. 2 დღის წინ დამიკავშირდნენ მუნიციპალიტეტიდან და მადლობა გადამიხადეს ამ საქმის სათავეებთან დგომის გამო, დამპატიჟეს ღონისძიებაზე და როგორი ბედნიერი ვარ იცით? იმით კი არა რომ მადლობა გადამიხადეს, არამედ იმით, რომ მარიამმა გაამართლა ის პასუხისმგებლობა, რაც უნდა ჰქონდეს, როგორც ოჯახის, ისე ქვეყნის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გავერთიანდით მარიამისთვის" - აღნიშნავს თეო ტლაშაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ "იბოლიას" 17-პუნქტიანი შენიშვნების სია წარუდგინა.
18:49 / 27.06.2026
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
14:50 / 27.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი
კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს
დახარჯავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს დახარჯავს.
21:16 / 26.06.2026
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან
ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
16:43 / 26.06.2026
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო
სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა.
ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა. ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
15:46 / 26.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.