25.03.2015 ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართული მწვანილით დატვირთული ავტომანქანა გამშვებ პუნქტთან "Верхний Рук" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო «Рес» სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
25.03.2015 მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შედეგად გამოწვეული პრობლემები განიხილეს, ხოლო მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულ სასაფლაოებსა და სამლოცველოებში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
25.03.2015 ვიშეგრადის ქვეყნებში მომუშავე საჯარო მოხელეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის არსებულ ურთიერთობის გამოცდილებას, 10 დღის განმავლობაში, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაეცნობიან. ამის თაობაზე შიდა ქართლის განვითარების სააგენტომ გრანტი სლოვაკეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ფონდებიდან მოიპოვა. სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯაფარიძემ გორის მერთან ერთათ პროექტის მიზნები გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პროექტის სავარაუდო მონაწილეებს გააცნო.
25.03.2015 დღეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
25.03.2015 კარიერის დასახლებაში გამართულ კრებაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 4200 ლარი გაანაწილეს. ამ თანხით მოსაცდელების მოწყობა გადაწყვიტეს. გორაკებიან და ქარიან ადგილზე მდებარე დასახლებაში ყველაზე მეტად კი, ცემენტის მანქანების მოძრაობით გამოწვეული მტვერი აწუხებთ.
25.03.2015 გორში, გელდიაშვილის ქ. #1 კორპუსის ეზოში სასმელი წყლის მილების გამოცვლა მობინადრეთა ,,ამხანაგობის" ინიციატივით დაიწყო. 8 507 ლარის ღირებულების პროექტს მერია 6 805 ლარით აფინანსებს. დანარჩენს კორპუსის მცხოვრებლები დაფარავენ.
24.03.2015 სამი ტოიტოტა პრადო, ერთი მიცუბიში მონტერო და ერთი ლექსუსი - შსს-გან მათ უკან დაბრუნებას ,,თავისუფალი დემოკრატების" სახით ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიცია ითხოვს. 2015 წლის 23 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებს ქონების მართვის სააგენტოს წერილი გააცნეს, რომლის მიხედვით, გორის მერიას სთავაზობენ, რომ 2008-2012 წწ-ში სამხარეო პოლიციის უფროსებისთვის თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მანქანები ბალანსიდან მოიხსნას.
24.03.2015 გორის ცენტრში, ერთ-ერთ აფთიაქთან, 50 წლამდე ასაკის ქალბატონი ც. კ. გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. პირველადი ვერსიით, ქალბატონი ჰიპერტონული კრიზის (წნევა) განვითარების შედეგად დაიღუპა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











