,,ცუდ ამინდში უნდა მოსულიყვნენ. ვნახოთ როგორ გაივლიდნენ" - გვითხრა შავშვების კოტეჯში ალექსანდრა კუზმინოვამ იმ დროს, როდესაც ოფიციალური პირები გალინა ქელექსაევას სახლში სამკერვალოს ათვალიერებდნენ. ალექსანდრა კუზმინოვას და გალინა ქელეხსაევას ქართველი ქმრები ჰყავთ. 2008 წლის ომის შემდეგ მიწა-წყალი ოჯახთან ერთად დატოვეს. ამჟამად კოტეჯებში ცხოვრობენ.
2014 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" კასპის ორგანიზაცია თავმჯდომარის მოადგილემ და სხვა წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს. ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 7 ნოემბერს საღამოს 20 საათისთვის განუცხადეს.
პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელები, საკრებულოს წევრები: რამაზ ხიზანიშვილი, ალექსანდრე(სანდრო) გზირიშვილი და ილია ზაქარიაძე, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" შემადგენლობიდან გავიდნენ. ამის შესახებ კავთისხევის მაჟორიტარმა რამაზ ხიზანიშვილმა და კასპის მაჟორიტარმა სანდრო გზირიშვილმა დღევანდელ, 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადეს. საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე ილია ზაქარიაძე კი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებელთან შეხვედრის შემდეგ გააცნო.
ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა რამაზ იოსელიანმა, საატესტაციო კომისიის წევრად, საკუთარი კანდიდატურის დაწუნების ფაქტი გააპროტესტა. ამის შესახებ მან ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა.
2014 წლის 7 ნოემბერს ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" ორადორმა წევრმა ოფიციალური განცხადება, ოპოზიციაში გადასვლის შესახებ, უკვე გააკეთა. ამის შესახებ თამარ თედლიაშვილმა და დავით წეწვაძემ საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე ისაუბრეს. სხდომის დაწყებისას ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ადგილობრივმა ლიდერმა ზურაბ როსებაშვილმა წეწვაძეს სხვა სკამზე გადაჯდომა ურჩია: ,,წადი რა, იქით დაჯექი, მეტი უნდათ?!"
2014 წლის 7 ნოემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ შუბითიძემ, ,,თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ, განცხადება გააკეთა. რაიონის მუნიციპალიტეტის მთავარ სათათბირო ორგანოში, მხოლოდ, ერთი ,,თავისუფალი დემოკრატი" - ნათია გოჩაშვილი დარჩა. ირაკლი ალასანიას გუნდი დატოვეს, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა შემდეგ ოლქსა და სოფლებში - ატოცი, დირბი და ქარელი.
,,მე არც ერთი სამსახურის მუშაობით ვარ კმაყოფილი" - აცხადებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. მისი თქმით, წლის ბოლომდე, სამსახურების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ იგეგმება. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ატესტაციის შემდეგ სამსახურები შესაბამისი კადრებით დაკომპლექტდება და გამართული მუშაობის საშუალება მიეცემათ.
ქალაქ გორის საკრებულოში კოალიცია ,,ქართული ოცნება" უკვე უმცირესობაშია. ,,თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს ჩამოსცილდნენ. 15 კაციან საკრებულოში 9 წევრი ოპოზიციაშია. 2014 წლის 15 ნოემბრიდან კი ქალაქის მთავარი სათათბირო ორგანო მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდება. ბიუჯეტის დამტკიცებას კი კოალიციის 6 ხმა არ ეყოფა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











