,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს ახალ წლამდე პროექტების დასრულების ვადები მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმომადგენლები პასუხს ,,საკუთარი თავით" აგებენ. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საკუთარ წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე განუცხადა. მისი თქმით, ის ვინც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს, ძირითადად, შემორჩენილ თანხებს, წლის ბოლომდე ვერ აითვისებს, თანამდებობას დატოვებს.

22:25 / 04.11.2014

2014 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებით კასპში ინდმეწარმე ივანე ცინცაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანას 4 382 ლარად მეორადი ძრავა დაუყენა. ავტომანქა ,,Hyindai Santa fe 2006" მუნიციპალიტეტმა 2009 წელს შეიძინა. როგორც კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე ამბობს, მანქანის დაზიანებაში წვლილი ყოფილ თავმჯდომარეს ავთანდილ გოგიაშვილს მიუძღვის. გოგიაშვილი ამჟამად ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

00:50 / 04.11.2014

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს ფინანსური კომისიის ხელმძღვანელმა სპარტაკ ეკალაძემ იმ დროს განაცხადა, როდესაც ბიუროს სხდომაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შევიდა. 

16:26 / 03.11.2014

2014 წლის 29 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ ჩატარებული სხდომების ოქმების და გადაწყვეტილებების ასლები, დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ ქარელმა არ გასცა. არჩევნების დღეს ის დაგვპირდა, რომ  ინფორმაციას წერილობით გასცემდა, რადგან ხელთ ჯერ ,,შავი მასალა" ჰქონდა: იხ. სტატია: 

21:46 / 31.10.2014

2014 წლის 26-27 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში გამართულ ჩემპიონატზე სამბოში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა პირველი ადგილი აიღო. სამშობლოში დაბრუნებულ გამგებელს აეროპორტში მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობით, კოლექტიური დახვედრა მოუწყეს.

 

 

 
23:22 / 30.10.2014

სოფელ თელიანის წარმომადგენელი კასპის საკრებულოში ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ სოფლის პროგრამების ფარგლებში, გასული წლებიდან შემორჩენილი თანხების ხარჯვის გადაწყვეტილებას, სოფლის ,,გამგებელი" (მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადგილზე) ერთპიროვნულად იღებს. მისი თქმით, ამიერიდან მათი მფარველი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეაგიონალური და რაიონული განყოფილებების ყოფილი უფროსები აღარ იქნებიან.

22:53 / 30.10.2014

რეგიონის სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგებლების წარმომადგენლები ტყე-კაფის კოდების ირგვლივ არსებული გაუგებრობის დროულ მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ კავთისხევის, ქვემო ჭალის, ზემო ხანდაკის და სხვა სოფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს თათბირზე შესჩივლეს. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ტყე-კაფის ნომრებს გამგებლის წარმომადგენლებს სატყეო რეინჯერი წინა ღამეს შეატყობინებს, ხოლო სოფლის წარმომადგენელი ვაუჩერიან მოსახლეობას კოდებს ბანკთან რიგში დგომისას მიავწდის. 

03:06 / 30.10.2014

კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდას მოსახლეობა გია ჯავრიშვილს, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაობაზე, უპირისპირდება. ჯავრიშვილი ცნობილი კლინიკის ,,ოფთალმიჯის" ხელმძღვანელია.  

01:25 / 29.10.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.