შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურამ ვერ მიაკვლია იმ იარაღებს, რომელიც 2013 წლის მეორე ნახევარში, ჯერ ოფიციალურად შეძენილ იქნა თბილისში, შემდეგ კი ,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზე" გორში არაოფიციალურად გასაღდა. საუბარია ,,გლოკის" სისტემის პისტოლეტებზე. პროკურორი გიორგი ქობულაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და გამოავლინეს.
2014 წლის 23-24 ოქტომბერს კულტურის ცენტრის ორგანიზებით გორის დღეები ჩატარდება
ხმაური იყო კასპის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე. საკრებულოს წევრებმა 2013 წლის 18 იანვრის იმ დადგენილების ამოქმედება მოითხოვეს, რომლითაც 500 ლარს, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შესასრულებლად, ყველა წევრი 2014 წლის 15 ივნისამდე იღებდა. დღეს კი ახალი საკრებულოს წევრები ამ თანხებს ვერ იღებენ. როგორც თელიანი-სასირეთის დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ფიქრობს, ამ დადგენილების შეუსრულებლობის უკან, გუბერნიის აპარატი დგას.
სოფელ ახალქალაქის წარმომადგენელი კოტე წერეთელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საჯაროდ, პროექტების და ცოლის მოყვანის დაგვიანებაში დაადანაშაულა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი არაა, როგორიც სოფელ ჩოჩეთში სასმელი წყლის მილების დაზიანების ამბავი. გამგებელსა და მის წარმომადგენელს შორის ამდაგვარი შინაარსის დიალოგი 2014 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.
კომპანია ,,ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის" დირექტორი ზურაბ ბარჯაძე ამბობს, რომ სოფელ წინარეხში სასმელი წყალი ხელოვნურად იმღვრევა. 9 თვიანი კვლევა-ძიების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივიდა. 200 ათასიანი პროექტის დასრულების შემდეგ წინარეხელებს ონკანებში, რამდენჯერმე, ამღვრეული წყალი მიუვიდა. კომპანიის საქმიანობის და მისი მასალების პროკურატურისთვის გადაცემის მოთხოვნის თაობაზე დაწყებული ხმაურიანი აქციები, საკრებულოს სხდომები და რეპორტაჟები, ამ მიმართულებით განვითარდა.
,,მოვიხედე უკან და დავინახე, რომ ნიჩაბს მარტყავდა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. მე ხელში წალდი მეჭირა. ეს ხელი დამიჭირა და თავისი მეორე ხელით სახეში მირტყავდა. იმდენი მოვახერხე, რომ მეც დავარტყი და მას კი თავი გაუტყდა" - ამ ფაქტის გამო შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში 63 წლის თანასოფლელები და ყოფილი მეგობრები, ფრიდონ ბ-შვილი და ავთანდილ ვ-შვილი (სახელები შეცვლილია - რედ), ერთმანეთს ცემაში ადანაშაულებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, NSDI-ს პროექტის ფარგლებში, გორის ადმინისტრაციული საზღვრის თანამედროვე წესებითა და სტანდარტებით დადგენა-დემარკირებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. როექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით წარიმართება. შედეგად, საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის ზუსტად განისაზღვრება, მოხდება მისი კოორდინირება, სპეციალური ნიშნულებით აღჭურვა, რაც საზღვრის კანონმდელობასთან ჰარმონიზაციასაც უზრუნველყოფს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











