გორში, გურამიშვილის ქუჩიდან (ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) მოპარული ავტომანქანის ფაქტზე პასუხისგებაში სამხედრო მოსამსახურე 22 წლის ვახტან მ-შვილი მისცეს. ამის შესახებ წინასწარი გამოძიების მასალები გორის რაიონულ სასამართლოს პროკურორმა ია მეფარიშვილმა უკვე გადასცა. ბრალდებული განაჩენს ელოდება.
გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის არსებული 2 წლიანი დავა უზენაესმა სასამართლომ დირექტორის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაია ფალელაშვილს უზეაესი სასამართლოდან აცნობეს, რომ საჯარო სკოლის დირექტორის ნება, ხელშეკრულების გაგრძელება/არგაგრძელების შესახებ, ხელშეუხებელია. პედაგოგსა და დირექტორს შორის დავა, სწორედ, ხელშეკრულების არგაგრძელებას ეხება.
აგარის ქარხანა გაკოტრების პირასაა. ქარელის რაიონის სოფლებში მცხოვრები მცირე ფერმერები კი არასტანდარტულ ვაშლს ვერ აბარებენ. ამის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა რაიონში ზაზა ბარბაქაძემ სოფლის წარმომადგენლებს დამამზადებელი და გადამზიდავი ორგანიზაციის ჩამოყალიბება დაავალა.
2014 წლის 23 სექტემბერს 23 წლის ხატია ბ-შვილს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები – 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა“-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ზაზა ბარბაქაძემ, 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს ორიგინალურად ესაუბრა. ამ პროგრამის აუცილებლობის და ეფექტიანობის დასადასტურებლად ევროპელი ფერმერების მაგალითი მოიყვანა, კერძოდ, ევროპაში სეტყვის მოსვლა და მოსავლის განადგურება, მისი თქმით, ვაშლის მომყვანს ძალიან უხარია.
ჯამური ბიუჯეტით გათვალისწინებული 268 ათასი ლარიდან 114 500 ლარი ხელშეკრულებით მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 91 500 ლარი - საშტატო ერთეულზე გათვალისწინებულ პირებზე მოდის. ეს ციფრები ,,გორის მუნიციპალიტეტის გამწვანების" სამსახურის 8 თვიან ანგარიშშია მოცემული. ეს ანგარიში საკრებულოს ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე უკვე განიხილეს, ხოლო დანარჩენ წევრებს 2014 წლის ოქტომბრის დასაწყისისთვის დაგეგმილ გეგმიურ სხდომაზე გააცნობენ.
2014 წლის 18 სექტემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. სასამართლომ გულიაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











