,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

2014 წლის 23 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ხანდაკში მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. საქმე  სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროგრამას ეხება. ადგილობრივებმა დღეს ტრაქტორისტი სოფლიდანაც კი ,,დაითხოვეს".

02:59 / 24.09.2014

2014 წლის 22 სექტემბერს, კომპანია ,,ჩაინა ნუქლეარ ინდასთრი 23 ქონსთრაქშენ" ( China Nuclear Industry 23 Construction)-იდან დაკარგულ 120 ლიტრი დიზელის საწვავის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ვანიკო ვ-შვილი დააკავეს. ეჭვმიტანილი კომპანიაში დარაჯად მუშაობდა. 23 სექტემბერს სასამართლომ გირაო, 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

23:24 / 23.09.2014

2014 წლის 22 სექტემბერს ქარელის რაიონის სოფელ დვანში ახალი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი განსაკუთრებით დაზიანდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ბაღის სრული რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 90 000 ევროზე მეტი დაიხარჯა. ის 1988 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 

22:55 / 23.09.2014

2014 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით შიდა ქართლიდან სხვადასხვა ქვეყანაში 510 ტონა ვაშლი გაიტანეს.  შემდეგ მოდის შინდი, რომლის  რაოდენობა 220 ტონას აღწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის პაატა თარაშვილის განცხადებით, კასპის რაიონში, ექსპორტზე გასატანად, ძირტკბილას ფესვების შეგროვება დაიწყეს.

21:26 / 23.09.2014

2014 წლის 23 სექტემბერს შიდა ქართლის რეგიონალური ტელევიზიის ,,დია"-ს ყოფილმა ჟურნალისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია თეატრის ეზოში გამართეს. 

20:30 / 23.09.2014

,,ეს იყო მძიმე თათბირი, შეურაცხყოფა, ყვირილი. მძიმე შედეგით რომ არ დამთავრდა ის, ჩვენი მოთმინების შედეგია" - შიდა ქართლის რეგიონალური ტელევიზიის ,,დიას" 11-მა ჟურნალისტმა ამ თათბირის შემდეგ, 2014 წლის 20 სექტემბერს, ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტებმა დამქირავებლის ყველა ბრძანების შესრულების ვალდებულება თავიდან აიცილეს. კონტრაქტორის შემოთავაზებული ხელშეკრულების ნიმუში გაასაჯაროვეს.

00:30 / 23.09.2014

გორის სასამართლომ ბრალდებულის, 23 წლის ნინო ბ-ვილის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც მეგობარი მამაკაცის სხეულის მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი. პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, 23 წლის გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამნისტირებულია.

23:08 / 22.09.2014

2014 წლის 22 სექტემბრიდან კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მისი წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრები მედიისთვის დაიხურა. დღეს დილით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ,,დახურულია შეხვედრები" - განუცხადა საშვთა ბიუროს წარმომადგენელმა Qartli.gE-ს ჟურნალისტს. აწ უკვე დახურულ შეხვედრებს ბოლო პერიოდში პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის ბიუროს წარმომადგენელი თემურ ხაბაზიშვილი აკონტროლებს.

21:21 / 22.09.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.