ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ატოცში ამ დროისთვის სასმელი წყლის პრობლემაა. მშენებლებმა წყლის ის ცენტრალური მილი გადაჭრეს, რომლითაც დასახლებაა დაქსელილი. ის ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაობის მიმდინარეობისას დააზიანეს. ამის შესახებ ატოცის წარმომადგენელმა მარიამ გულისაშვილმა განაცხადა.
9 სექტემბერს, 13:00 საათზე გენერალ მაზნიაშვილის დახვრეტის დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრები კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მდებარე გიორგი მაზნიაშვილის სახლ–მუზეუმს ეწვევიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,რესპუბლიკური" პარტიის პრესცენტრიდან აცნობეს.
გორის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დარჩენილი დახლები 6 სექტემბრის ღამეს მოვაჭრეებმა დანგრევას გადაარჩინეს. სამშენებლო მასალით დატვირთულ 7 სატვირთო მანქანას წინ გადაუდგნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ღამის მოდარაჯეებმა კადრების გადაღება მოახერხეს. ყოველ ღამე მოვაჭრეები ახალი ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი ხალხისგან დახლებს დანგრევისგან იცავენ. შემოღებული აქვთ მორიგეობა.
კასპში მცხოვრები თეიმურაზ ნორუზ ოღლი 20 ლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმლის ქურდობის ფაქტზე წინასწარ პატიმრობაში 2014 წლის 23 ივნისიდან იმყოფება. პროცესზე საკუთარ თავს ადვოკატის გარეშე იცავს. დაკავებამდე თურქეთიდან 3 დღის ჩამოსული იყო, ხოლო წინა დღეს მდინარე ლეხურას ხიდზე მიმავალს პოლიციის პიკაპით გადაუდგნენ და უთხრეს: ,,ჩამოხვედი? რა გინდა კასპში?".
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, რომლებმაც 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს, პოზიციებს იცვლიან და განკარგულებაში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. ამის შესახებ ქარელის საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ გახდა ცნობილი. სხდომის დამთავრებისთანავე საკრებულოს თავმჯდომარემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს დარბაზის დატოვება, ხოლო საკრებულოს წევრებს დარჩენა მოსთხოვა. ,,დახურულ სხდომაზე", სწორედ, საკრებულოს წევრებისთვის ყოველთვიური, 500 ლარიანი ხარჯების ანაზღაურების შესახებ ახალ ნორმებზე ისაუბრეს.
2014 წლის 5 სექტემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე კოალიციის წევრებს შორის კამათი სკამების ნაკლებობამ გამოიწვია. ამის გამო პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ნათია გოჩაშვილმა ,,თავხედის" ტიტულიც მიიღო. სკამების ნაკლებობის შესახებ პრეტენზია ნათია გოჩაშვილმა იმ დროს გამოთქვა, როდესაც დარბაზში შესული ილია ბურჯანაძე (ნაციონალური მოძრაობის წევრი) დასაჯდომ ადგილს ეძებდა. გოჩაშვილის პრეტენზიას დაპირისპირების ,,მიზეზმა" ილია ბურჯანაძემ კი ასე უპასუხა: ,,მაგის დროა ეხლაო?!"
გორის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები ფულადი სახსრებით და ჯილდოებით დაჯილდოვდებიან. მანამდე, ქალაქისა და რაიონის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის არსებობის პირობებში, პროგრამა პერსპექტიული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების დახმარებას გულისხმობდა.
ქალაქ გორის მერს სესხის და გრანტის აღების უფლება უკვე აქვს. ამის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა. საკრებულოს წევრი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ხსენებული პუნქტი სამომავლო პერსპექტივისთვის ჩაიწერა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











