გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში რაიონის გამგებლის წარმომადგენლების თანამდებობაზე სასურველი კანდიდატურების დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწრები გროვდება. მხარდამჭერები ხალხის სახელით წინა რწმუნებულების, ან კიდევ ,,ქართული ოცნების" სხვა აქტივისტების ,,გაყვანას" ცდილობენ. მაგალითად, სოფელ კარალეთში ახლადშექმნილი ინსტიტუტის, რაიონის გამგებლის წარმომადგენლის პოსტზე 5 კანდიდატი იბრძვის.
2014 წლის 25 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათზე ტყვიავის ცენტრალურ ქუჩაზე მერსედის მარკის ავტომანქანას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიპში მსხდომი პირები სროლით მისდევდნენ. გასროლის ხმა თითქმის 10-ჯერ დაფიქსირდა. მერსედესს 3 ტყვია მოხვდა. ჯიპში იმყოფებოდა ოქრუაშვილიც. მერსედესში კი სოფელ ტყვიავში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული ვასილ და 1980 წელს დაბადებული პავლე ქარელები ისხდნენ.
კასპის რაიონის სოფლებში: ჩობალაური, ნიგოზა, რენე, წინარეხი, სამთავისი, გომი, დოესი და ა.შ. დასახლებებში შექმნილი საზაფხულო წყლის კრიზისი საკრებულოსა და გამგეობას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები საკრებულოში გამგებელს იბარებენ. ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა გამგეობის და კომპანიების წარმომადგენლები საბოტაჟში დაადანაშაულა.
ჩობალაურში ორთვიანი უწყლობა გრძელდება. კვირაში ორჯერ 5 ტონა წყალი სპეციალური ცისტერნებით მიაქვთ. Qartli.gE-მ ვიდეოზე დააფიქსირა, რომ სასმელი წყალი პირველ რიგში სოფლის ,,გამგებლის" (იგივე რაიონის გამგებლის წარმომადგენელი თემში) ეკა მუზაშვილის სახლში მიაქვთ. სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ელოდება, როდის გაავსებენ სოფლის წარმომადგენლის ბალონებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ეკა მუზაშვილის ბალონებში გავსებული წყლის მარაგის მინიმალური რაოდენობის დათვლა შეძლო. ერთ დარიგებაზე მუზაშვილის ეზოში მინიმუმ 250 ლიტრი წყალი შეაქვთ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცის დაინფიცირების შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური გამოეხმაურა. პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პაციენტს სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზი აღენიშნება ორივე დაავადებას ტკიპები იწვევს.
ქალაქ გორის საკრებულოს დღევანდელ 26 აგვისტოს სხდომაზე საშტატო ნუსხა დაამტკიცეს. სხდომის წევრებს შორის აზრთა სხვადასვაობა სპეციალისტების სიმრავლემ გამოიწვია. ნუსხაში მთავარი, წამყვანი, უფროსი, უმცროსი და დამხმარე სპეციალისტების თანამდებობებია ჩამოთვლილი.
ქალაქისა და რაიონის საკრებულოებმა მანქანები გაცვალეს. გორის მერს რაიონის მუნიციპალიტეტმა ,,ლექსუს RX 330", ხოლო ქალაქის მუნიციპალიტეტმა რაიონის გამგებელს ,,ტოიოტა პრადო" ათხოვა. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს კი მანქანა არ შეხვდა.
გორის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცი ყირიმ-კონგოს ვირუსული ინფექციით დაავადდა. ამის შესახებ ქარელის გამგეობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა განაცხადა. სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში შაბათს 23 აგვისტოს მოათავსეს. ის ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა (ბრეთის ტერიტორიული ორგანო). თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, ტკიპის ბორელიოზითაა დაავადებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











