უბედური შემთხვევა ქობულეთში. ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს ფიჭვნარის დასახლებაში შეეჯახა. მოტოციკლზე მჯდომი ძმები, რევაზ და სემა მაისურაძეები ადგილზე გარდაიცვალნენ.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქარელის დეპუტატი, პარლამენტარი ლერი ხაბელოვი რაიონში თითქმის არ ჩანს. მის ფუნქციებს ადგილზე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ასრულებენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა აღნიშნული ბიუროს საქმიანობით.
ხიდისყურის და საქადაგიანოს აზერბაიჯანულ სოფლებს თურქული მხარე დაეხმარება. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღაიანის თემში გია ტვილდიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან გამართავენ.
ნოდარ მჭედლიშვილი, იგივე ,,მიხულანთ ნოდარა", რომელიც კასპის რაიონის სოფელ გომში ცხოვრობს, კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილს ყოველი წლის თავზე საყვედურების სათქმელად ელოდება. ისინი, პირისპირ, პირველად 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ შეხვდნენ, შემდეგ 2013 წლის ოქტომბერში - საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას; ამჯერად, კი Qartli.gE-ს მეშვეობით იწვევს.
2014 წლის პირველ ნახევარში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში, ავტოსაგზაო შემთხვევის 567 ფაქტი დაფიქსირდა, დაიღუპა - 70, დაშავდა - 1006. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა. ავტოსაგზაო შემთხვევის 567 ფაქტიდან 257 თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე მოხდა.
64 ფაქტიდან განზრახ წაკიდების ერთი შემთხვევა გამოიკვეთა, ელმოწყობილობის გაუმართაობას 3-ჯერ ჰქონდა ადგილი, 3 ფაქტი სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობას ბრალდება, 13 შემთხვევა დაუდგენელია; ხოლო დანარჩენი 31 ხანძარი კი ,,სხვადასხვა მიზეზით" სახელდება.
ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მდინარე შოლას ადიდებამ ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები, ბაღები და სათავსოები დაუტბორა. სტიქია 12 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოსულმა ნალექმა გამოიწვია.
საქართველოში მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მონაცემებით აღრიცხულია 17 შემთხვევა, მათ შორის სამი ლეტალური გამოსავლით. შემთხვევების უმეტესი რაოდენობა აღრიცხულია შიდა ქართლის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში. ამის შესახებ 2014 წლის 13 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











