2014 წლის 2 აგვისტოს თვითმმართველი ქალაქის, გორის და ამავე სახელწოდების თვითმმართველი თემის საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა. რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი და ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელების არჩევას დაესწრნენ. ქალაქის და რაიონის საკრებულოები ,,ქალაქელებმა" - პაპუნა კობერიძემ და კოტე თავზარაშვილმა ჩაიბარეს.
კავთისხევის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ხიზანიშვილი საკრებულოს აპარატს და გამგეობას მკაცრად საყვედურობს. ის პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის კადრია, რომელმაც, უშუალოდ, პირადად წარადგინა ასარჩევად სოფელში. რამაზ ხიზანიშვილმა საკრებულოს და გამგეობის მუშაობის ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.
ახმაჯის არხი, რომელიც სათავეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიიდან იღებს, დაიკეტა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ აღაიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გია ტვილდიანმა განუცხადა.
აზერბაიჯანალებით დასახლებულ სოფელ ხიდისყურის ცენტრში ერთი ონკანი დგას, რომელშიც წყალი 3 დღეში ერთხელ მოდის. ჩვენი წამოსვლის შემდეგ იქ სოფლის გამგებელი მივიდა და შეგვატყობინეს, რომ ონკანთან შეკრებილებთან ხმამაღალი საუბარი ჰქონია. სოფელში, სადაც ნებისმიერ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოზე თანხის გაღება არ ეზარებათ და არც ენანებათ, სხვა და სხვა სტრუქტურებიდან წინააღმდეგობას აწყდებიან.
გორთან ახლოს ავტობანზე მანქანა ძროხას დაეჯახა, ადგილზე პარლამენტარი ნუკრი ქანთარია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არკვევს, თუ რა კავშირია ფოტოზე აღნიშნულ პირებსა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის. ფოტოს გადაღებისას ადგილზე საპატრულო პოლიცია არ იმყოფებოდა.
გორის ცენტრში, 1 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასაკოვანი ქალბატონი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელ საქადაგიანოში ქართველი, აზერბაიჯანელები და ოსები უბან-უბან ცხოვრობენ. თითო უბანს თითო ონკანი აქვს. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში სვანების ონკანია. აზერბაიჯანულ და ოსურ უბნებს კი ,,წვეთი" ენატრება.
ახალ საკრებულოს სხდომებზე წარდგენილი დებულებების პროექტების შინაარსი, ოპოზიციის და დამოუკიდებელი სტატუსით წარდგენილი დეპუტატების მხრიდან, დისკუსიას და კამათს იწვევს. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ,,ორგანულ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" გაუგებარს და ბუნდოვანს უწოდებს. მართალია, მას შეახსენეს, რომ ამჟამად ,,თვითმმართველობის კოდექსი" მოქმედებს, მაგრამ მაინც დაჟინებით ,,ორგანულ კანონს" იმეორებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











