საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოს დაფინანსება არა უმეტეს 135 524 ლარისა.
ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში 4 ადგილზე სიჩქარის შემზღუდავი ,,მწოლიარე პოლიციელები” დააყენეს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების ოთარ ბუთურიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი ,,პოლიციელი” სოფლის ზედა უბანს ჭირდება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან გამართულ თათბირზე განაცხადა.
კასპის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მეტეხთან 49 წლის მამაკაცის ცხედარი 28 ივლისს დილით მდინარე მტკვარში იპოვეს. სოფელ მეტეხში მცხოვრები გიორგი სეხნიაშვილის ძებნა 27 ივლისს დაიწყო.
2014 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.
2014 წლის 28 ივლისს გორის რაიონის სოფელ კვარხეთის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. მეჯვრისხევის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში 26 წლის ალექსანდრე (ლექსო) ბუჯიაშვილმა მათი პრეტენზიები გორში, გამგეობის შენობის წინ, მოისმინა.
28 ივლისს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული კომპანიის წარმომომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველისგან 27 ივლისს 10 საათსა და 33 წუთზე იმერეთის მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვის მიზეზით მომხდარი ავარიის შედეგების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო.
გორის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ 35 წლამდე ასაკის ქალბატონს, გ.კ-ს ადმინისტრაციული წესით 25 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით დაკავების ეს უკვე მისი 38-ე შემთხვევაა. აქედან 10-ჯერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის 166-ე მუხლი, ხოლო 28-ჯერ, ამავე კოდექსის 173-ე მუხლი წაუყენეს.
მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, ნაკვეთების და მესაკუთრეების იდენტიფიკაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება და სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს. საპილოტე პროგრამაში 11 დასახლება შევიდა, მათ შორის გორის რაიონის სოფელი კარალეთი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











