გორის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ ,,ქართული ოცნების” და ,,ქართული პარტიის” კანდიდატები არიან. მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზურაბ ჯირკველიშვილი, მეორე ტურის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, 4 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ის გორის ცენტრალური საავადმყოფოს მედ-პერსონალს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ დუმილს და მორატორიუმს, მოწინააღმდეგე კანდიდატის შესახებ, არღვევს. მისი თქმით, თუ ოქრუაშვილმა მეორე ტურში გაიმარჯვა, მას მაჟორიტარ დეპუტატად კენჭის საყრელად საპარლამენტო არჩევნებზე გზა ეხსნება.
2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების – თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის მეორე ტური დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მეორე ტური (ქალაქის მერისა და რაიონის გამგებლის არჩევნები) გორშიც გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება ტურნე 3X3 კალათბურთში, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
გორის რაიონის სოფლებში სოფლის პროგრამის ფარგლებში, ჯერ კიდევ, თებერვალ-მარტში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება დაიწყო. სოფლების ,,განვითარება” ძირითადად, 2014 წლის 15 ივნისის (თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის) შემდეგ გაჩაღდა.
2014 წლის 2 ივლისს გორში მცხოვრებ, 1964 წელს დაბადებულ თამარ კ-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პოლიცია მის მიმართ გამოძიებას ქურდობის, 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აწარმოებს. პროკურორ ნათია კიკალიას განცხადებით, ქალბატონს ბრალად გორიდან სხვადასხვა სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროვატობუსებიდან და ავტობუსიდან ჩანთების ქურდობა ედება.
ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში 4 ადგილზე სიჩქარის შემზღუდავი ,,მწოლიარე პოლიციელები” დააყენეს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების ოთარ ბუთურიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი ,,პოლიციელი” სოფლის ზედა უბანს ჭირდება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან გამართულ თათბირზე განაცხადა.
უკვე ცნობილია გორის რაიონის საკრებულოში მოხვედრილი იმ დეპუტატების ვინაობა, რომლებიც 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სიით გავიდნენ. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რაიონის საკრებულოში მმართველ პარტიიდან 7 დეპუტატი, ,,ქართული პარტიიდან” 4; ,,ნაციონალური მოძრაობიდან” – 3, ხოლო ,,ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან” ერთი კანდიდატი მოხვდა. სულ 15. რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს, აქ სკამები ასე გადანაწილდა: ,,ქართული ოცნებიდან” პროპორციული სიით 4 დეპუტატი, ,,ქართული პარტიიდან” – 3; თითო-თითო კი – ,,ნაციონალური მოძრაობიდან”, ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან” და ,,შალვა ნათელაშვილის” პარტიებიდან მოხვდა. სულ 10 დეპუტატი. ჯამში 25 პროპორციულ დეპუტატს შორის, რამდენიმე ,,საინტერესო” კანდიდატი შეაღებს ადმინისტრაციულ შენობას.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ავტომანქანა ,,ოპელის” აალების (დაწვის) ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით და საშიში ნივთიერებით ნივთის დაზიანებას და განადგურება გულისხმობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











