,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

რესტორან ,,სპორტკაფეში” მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გორის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. საქმე გასროლილ ჭიქას ეხება, რომელიც ერთ-ერთ სუფრაზე მჯდომ გოგონას მოხვდა. ჭიქის მსროლელი, 40 დღიანი გამოძიების შემდეგ, გორის სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ 1000 ლარით 26 ივნისს დააჯარიმა. ინციდენტი კი აპრილში მოხდა.

01:20 / 30.06.2014

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ილია მიდელაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: ქალაქში ავტომანქანების და ფეხით მოსიარულეთა მოუწესრიგებელი მოძრაობის მოგვარება. მას გადაღებული აქვს კადრები იმ რისკების შესახებ, რაც მანქანის მოძრაობისას მძღოლს და ფეხით მოსიარულეს შეიძლება შეექმნას. ასევე მისი სურვილია შეკეთდეს დაზიანებული მინისტადიონები.

01:06 / 30.06.2014

გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტი მამუკა ყაულაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: გორში, განსაკუთრებით სკვერებში საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოები დაიდგას. მას გადაღებული აქვს ამის ამსახველი ფაქტები და ასევე მოწესრიგდეს სპორტული ინფრასტრუქტურა.

00:44 / 30.06.2014

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი აპოლონ ლოცულაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: საბოლოოდ გადაწყდეს სტალინის ძეგლის საკითხი, მისი როლი ქალაქის ტურისტული სფეროს განვითარებისთვის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ ცენტრის მომსახურებაში მდინარე ძამის და მდინარე ატენის ხეობაში არსებული კულტურული ძეგლების მარშუტების გათვალისწინება.

00:40 / 30.06.2014

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ბაქარი მაზიაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: ქალაქში დანგრეული შენობის აღდგენა, სადაც წლების წინ ცირკი იყო განთავსებული. ასევე გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პაკეტის გაზრდა.

00:35 / 30.06.2014

ქალაქში, როგორც მთელ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკური და სხვა სფეროებში. თუმცა , ვთვლი, რომ ამ პრობლემებზე და შესაბამის ინიციატივებზე ჩემს გარდა სხვებიც ისაუბრებენ. ამიტომ, გადავწყვიტე შევხებოდი იმ პრობლემებს, რომლებიც, არაა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პრობლემები და ამიტომ ძალიან იშვიათად საუბრობენ ამაზე, ან უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვათ, საერთოდ არ საუბრობენ. (ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია).

00:29 / 30.06.2014

გორის სასწავლო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი დავით ლომაია ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: გორში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სკვერებში ინტერნეტის უფასო სერვისის, WIFI-ის მომსახურების მიწოდება და, ასევე, საზაფხულო დასაქმების პროგრამის განახლება.

00:25 / 30.06.2014

გორის უნივერსიტეტის პირველი კურსის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი გიორგი ოგანესიანი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: ქალაქში პანდუსების მოწყობა და მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.

00:21 / 30.06.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.