,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

2013 წლის განმავლობაში საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში (ხაშური, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) 2300 უპატრონო ძაღლი, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანის პროგრამის ფარგლებში, გაქრა. 97 ათასი ლარის ღირებულების მომსახურებაზე ოთხივე მუნიციპალიტეტმა ინდმეწარმე ,,გიორგი მათიაშვილი” დაიქირავა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ამავე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ,,დახმარებითაც” კი თავშესაფრებს ვერ მიაგნო. ინდმეწარმე გიორგი მათიაშვილთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით თავშესაფრებში ხაშურის რაიონიდან 150 ძაღლი, გარდაბნიდან 600, მარნეულიდანაც 600, ხოლო ბოლნისიდან კი 1000 ძაღლი უნდა გადაეყვანათ. სულ 2300 ძაღლისთვის შესაბამისი თანხა (ხაშურში 42 000 ლარი, ბოლნისში 25 000 ლარი, გარდაბანში 15 000 ლარი, მარნეულში 15 000 ლარი) ერთ ინდმეწარმესთან გაფორმებულ დოკუმენტებში გაიწერა. თუმცა არც ძაღლები, არც თავშესაფრები და არც თვით ინდმეწარმე ჩანს.

18:39 / 25.06.2014

80 წლის გურამ პაპიტაშვილმა, რომლის წვლილი თითქმის ყველა გორელი თუ არაგორელი ძიუდოისტის, თანაც წარმატებულების წინაშე დიდია, თავისი სიტყვის წარმოთქმა გარდაცვლილი ჩემპიონების გახსენებით და წუთიერი დუმილით დაიწყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმრავლესობას აწ გარდაცვლილი შოთა ჩოჩიშვილი და ანზორ ქიბროწაშვილი გაახსენდა. ყველა თაობის ჩემპიონების მწვრთნელის საიუბილეო საღამო, როგორც მოსალოდნელი იყო, იუმორისტულ ტონში წარიმართა. პაპიტაშვილის მოსწავლეების უმეტესობა, ამჟამად, პარლამენტარები, გამგებლები, პოლიტიკოსები არიან, ნაწილი კი უფროსი მწვრთნელის საქმეებს აგრძელებს.

18:01 / 25.06.2014

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში შემავალ 25 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. აქედან 5 მაჟორიტარი ქალაქის საკრებულოში, ხოლო დანარჩენი 20 – რაიონის, გორის თემის საკრებულოში მოხვდება. მმართველ პარტიას საუკეთესო შედეგი რაიონის მასშტაბით უფრო აქვს.

03:46 / 25.06.2014

2014 წლის 3 ივნისს, გორის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის მუხლით დაიწყო. პირველივე დღეებში გამოძიებამ უამრავი ადამიანი დაკითხა, მეგობრები, ოჯახის წევრები. მედია საშუალებების მეშვეობით გოგონას დედის ინტერვიუები გავრცელდა, სადაც მან ეჭვი 17 წლის მ.თ–ზე მიიტანა და ფაქტი ძალადობად მონათლა. შემთხვევის ადგილზე გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო, კისერზე შემოხვეული ბაწრის თოკი აღმოაჩინეს, ექიმებმა მოტეხილობები დაუდგინეს. გოგონას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია.

04:22 / 22.06.2014

,,თუ სახლიდან შედეგი ვერ გამოიტანე, შემდეგი იქნება დედაშენი, და ბოლოს, შვილებს დაგიბინავებ” – ეს შეტყობინება ამჟამად ევროპაში მყოფმა სოსო ჩიხლაძემ მას შემდეგ მიიღო, როცა სოფელ ტყვიავში მისი სახლი მესამედ დაიწვა. საქმე ეხება ,,ქართული პარტიის” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს. სატელეფონო შეტყობინების ავტორი მოუწოდებს სოსო ჩიხლაძეს, რომ ,,ირაკლის არ შეეხოს”. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დამწვარ სახლში სოსო ჩიხლაძის დედას ეკატერინე ჩიხლაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.

18:08 / 21.06.2014

21.06.2014 ქალაქის კომერციულ უბნებში, მიწის ფართობები, მიზერულ ფასად გაქირავდა. ხელშეკრულებებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებული პირები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავებია მითითებულია. 

18:02 / 21.06.2014

გორის რაიონის სოფელ კარალეთის სამივე უბანზე, ჯამურად, პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” მის მომდევნო ,,ქართულ პარტიას” და ,,ნაციონალურ მოძრაობას”, ერთად აღებულს მოუგო. კარალეთში ახალგაზრდებმა გამარჯვება საღამოს 11 საათსევე საზეიმოდ აღნიშნეს. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობა, სწორედ, ამ სოფელში იყო.

17:53 / 21.06.2014

გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ოქრუაშვილის პარტიამ ,,ქართულმა პარტიამ” და რაიონის გამგებლად მისმა დასახელებულმა კანდიდატმა ბონდო ვათიაშვილმა არჩევნები წააგეს. 3070 ამომრჩევლიან სოფელში ,,ქართულმა პარტიამ” სულ 546 ხმა მიიღო, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ” – 607 ხმა. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქართული პარტიის ლიდერებმა (ოქრუაშვილმა, ერგემლიძემ და ტლაშაძემ) საკუთარ სოფლებში (ტყვიავი, ნიქოზი, ხიდისთავი) არჩევნები წააგეს.

17:46 / 21.06.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.