გორის უნივერსიტეტის მეორე კურსის უცხო ენების სპეციალობის სტუდენტი მარიამ კვაღნიძე ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: გაჭირვებული სტუდენტების სწავლის გადასახადის დაფინანსება ან დასაქმება, რომელიც სტუდენტს სწავლის გადასახადის დაფარვაში დაეხმარება.
გორის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანა კლდიაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: გაიხსნას გასართობი ადგილები, ხოლო მის მეგობრებს, გასართობ ღონისძიებებთან ერთად, მათთვის საინტერესო სპექტაკლების ნახვა სურთ.
გორის უნივერსიტის ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანი დათუნაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: გადაწყდეს ქალაქში ლიფტების პრობლემა, განსაკუთრებით მაღალსართულიან ბინებში, ასევე მოწესრიგდეს ტროტუარები და გამოიცვალოს დაზიანებული ფილები.
გორის უნივერსიტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თეონა გიორგაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: საჯარო სამსახურში სტუდენტებს გამოცდილების მისაღებად სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მიეცეს, ხოლო მომავალი მერი უშუალოდ ხვდებოდეს ხალხს.
გორის უნივერსიტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი მელაძე ადგილობრივ თვითმმართველობას ორი ინიციატივით მიმართავს: მოწესრიგდეს ქალაქის ქუჩებში დეკორატიული ურნები და დაზიანებულ მოსაცდელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე მცირე ფართობის რამდენიმე მეასედი მიწა, რომლის საწყისი ღირებულება სულ რაღაც 650 ლარი იყო, აუქციონზე 210 000 ლარად გაიყიდა. მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და მისი მსურველი 5 პრეტენდენტი იყო. აუქციონში გამარჯვებულად მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) გამოცხადდა. ის ვარიანში დიდი ხანია ცხოვრობს და მას საკუთარი ნაკვეთი აუქციონზე გატანილ ფართის სიახლოვეს აქვს. სასულიერო პირმა აღმოაჩინა, რომ ნაყიდ ახალ მიწაზე საკალმახეა მოწყობილი. აღნიშნული საკალმახე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშეწმეს გიორგი აფციაურს ეკუთვნის. ეს თავად გიორგი აფციაურმა დაგვიდასტურა.
გორის ცენტრში, 27 ივნისს, ღამით პატრულის უფროსს მალხაზ კასრაძესა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. ამის ამსახველი ვიდეო მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო. გორში მცხოვრები გოჩა მაისურაძის დედა საპატრულო პოლიციის უფროსს ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიების სასურველი შედეგით წარმართვაში ადანაშაულებდა. თიბისი ბანკის ოფისის წინ ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთმა მონაწილემ დასახმარებლად პატრულის ხელმძღვანელობა გამოიძახა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











