აჭარის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერი თელია კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ მოწოდებული იმ ვიდეო მასალით გახდა ცნობილი, სადაც თელია, კრიმინალური პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის სახელით, გორში 6 კაციანი ჯგუფის დაკავების შესახებ საუბრობს.
ბლოკმა ,,ქართულმა ოცნებამ” გორსა და გორის რაიონში, სულ 107 უბნიდან, პროპორციული სიით, 19 უბანზე წააგო არჩევნები. ყველაზე კატასტროფული შედეგი მმართველმა პარტიამ ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში მიიღო. აქ ,,ქართულმა ოცნებამ” თითქმის ყველა უბანი წააგო. რაც შეეხება ქალაქის ცენტრს, ასევე ჭალა-სადგურს, აქ ამომრჩეველმა ოპოზიციას ასპარეზი არც ერთ უბანზე დაუთმო. წმინდაწყალზე და ვერხვებზე კი ოქრუაშვილის პარტია ორ უბანზე დაწინაურდა. საბოლოოდ, პროპორციული სიით, ქალაქად და სოფლად, ,,ქართულმა ოცნებამ” 35,5% (4209 ხმა) აიღო, ხოლო ,,ქართულმა პარტიამ” 28,6%.(3389 ხმა). სხვაობა ხმებს შორის, სულ რაღაც 820-ია.
ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ,,ქართულმა ოცნებამ” არჩევნები პირწმინდად წააგო. პარტიულ და გამგებლობის არჩევნებზე ,,სალომე ზურაბიშვილის” მოძრაობამ დიდი სხვაობით მოიგო. უბანზე, სადაც 198 ამომრჩეველი მივიდა, ,,სალომე ზურაბიშვილის” პარტიას 120-მა ადამიანმა მისცა ხმა. რაიონის გამგებლობის კანდიდატებიდან კი 129 ატოცელმა, სწორედ, მე-18 ნომერს, პაატა ღვინიაშვილს დაიჭირა მხარი. 322 ამომრჩევლიან და, თანაც, ადმინისტრაციული საზღვრის პირა სოფელში მმართველ პარტიას, მხოლოდ, 47 მხარდამჭერი ჰყავს.
,,რა გაცინებთ? ნეტა გორში ოქრუაშვილმა გაიმარჯვოს, ევრომაიდანი არ მოგიწყოთ ქართველმა ბიჭმა” – ასე ეუბნებოდა ტყვიავის 92-ე საარჩევნო უბანზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლენა გიგუაშვილი კომისიის წევრებს. ეს იმ დროს, როდესაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.
კასპის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის გამგებლობის კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 63%-მა (10 345 მოქალაქემ) ბლოკ ,,ქართულ ოცნების” კანდიდატს გოჩა გოჩიტაშვილს მისცა ხმა, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ნუგზარ ნონიაშვილს 16,33% (2 680)-მა ამომრჩეველმა. მესამე ადგილზე ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა ვახტანგ გუგულაშვილმა (10,23% – 1 680 ხმა) მიიღო.
პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის მშობლიურ სოფელ კავთისხევის საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მონაცემები თითქმის ყველა გრაფაში მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნების” კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინეს. საჩივრის ავტორები ამბობენ, რომ პროპორციულ, მაჟორიტარულ და გამგებლის არჩევნების ოქმების მონაცემებით უბანზე მისულ ამომრჩეველსა და დაფიქისრებულ ჯამურ შედეგებს შორის სხვაობა დიდია. ბიულეტენების რაოდენობა მეტი აღმოჩნდა.
კასპის რაიონის სოფელ წინარეხის ოლქში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაზა ირემაშვილმა, რომელიც ამომრჩევლებს თავს ,,გალინას ძმისშვილად” აცნობდა, არჩევნები 3 ხმით წააგო. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ზაზა ირემაშვილმა 115 ხმა დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ია ირემაშვილმა კი 118 ხმა მიიღო.
გორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართვლობის არჩევნებზე, გორისა და გორის რაიონის უბნებზე, 6000-მდე ბიულეტენი გაბათილდა. ,,ეს ბათილი ბიულეტენები, ძირითადად, ჩვენი იყო” – ირწმუნება ტოლიაშვილი. მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბარათი რაიონში, გამგებლობის კანდიდატების მიმართულებით გაუქმდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











