,,მე არ მიჩივლია შვილისთვის" - კასპში დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
გორის მე-11 სკოლის მშენებლობის ვადა მეექვსედ ამოიწურა
გორის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრს 10 000 ლარს ედავება
გომი-ხაშურის გზაზე ტრაილერი გადავარდა
„დღე არ გავა, რომ ამ ადგილზე ვინმე არ წაიქცეს" - სახიფათო ტროტუარი
,,მეუფე იობმა აქ იმიტომ შემომიყვანა, რომ აბორტებისგან მეხსნა ქვეყანა'' - ქარელში ყოფილ სამშობიაროში დედათა მონასტერი გაიხსნა
კარალეთში ბაჩოს დასახმარებლად საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
10 წლის ბაჩო, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მოედანს დაუბრუნდა
გორში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ავარია ავტობანზე, რუისის მონაკვეთზე
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
ქარელში ყოფილ სამშობიარო სახლში დედათა მონასტერი გაიხსნა
მძღოლს პატრულის წინააღმდეგობისთვის 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს
სოფელ ალში საცხოვრებელ სახლს კედელი ჩამოენგრა
,,სქროლვა სქრინვის სამართველოს" ოქმი გორში
ავარია შავშვებთან
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
რედაქტორის რჩევით
კალენდარი
დღის სიახლეები

2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. როგორც ცნობილია, განკარგულების პროექტი “საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” მთავრობას უკვე მოწონებული აქვ

03:25 / 01.07.2014

რეგიონის და ქალაქის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, 27 ივნისის დილის პირველ საათზე, ბირჟა გამართეს. ნახევარ საათიანი შეხვედრა ერთმანეთს მონატრებულებმა ასე დაამთავრეს: ,,აბა, დაიშალა ბირჟა”. ვიდეო გადაღებულია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ.

01:05 / 01.07.2014

27 ივნისს დილის საათებში ,,თი-ბი-სი” ბანკის დაცვის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ბანკის ფოიეში მოქალაქე ძირს იწვა და ეჭვი გაჩნდა, რომ ცუდად იყო. 

01:00 / 01.07.2014

30 ივნისს გორის „დილა“ პირველ შეკრებაზე გაემგზავრა ლაგოდეხში, სადაც გუნდი 10 დღეს დაჰყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. მისი ცნობით, „დილას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:

18:07 / 30.06.2014

საქართველოს მთავარი პროკურატურამ 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე გახსნა. დღეს, 24 აპრილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.

15:47 / 30.06.2014

ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ზაზა გულიაშვილი 23 წლის იყო.ქარელის რაიონში არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. ემიკო ფეიქრიშვილი, რომელიც თვლის, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრია, სალომე ზურაბიშვილის პარტიის წარმომადგენელს, პაატა ღვიანიაშვილს ეხმარება და მხარს მას უჭერს. პაატა ღვინიაშვილი ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეა.

რაც შეეხება კოალიცია ,,ქართულ ოცნებას", მისი კანდიდატი ზაზა გულიაშვილია. გულიაშვილი, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, 9 თვის განმავლობაში რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსურლებლის პოსტს იკავებდა. ქარელში აშკარად იგრძნობა, რომ ბრძოლა ორ კანდიდატს – ზაზა გულიაშვილსა და პაატა ღვინიაშვილს შორის მიმდინარეობს.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ემიკო ფეიქრიშვილი, ზაზა გულიაშვილის შესახებ, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ზაზა გულიაშვილი 23 წლის იყო.

,,1996 წლის 26 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ სასირეთის მახლობლად ზაზა გულიაშვილმა, იმ მოტივით, რომ ნახირს მის ბაღში აძოვებდნენ, ურთიერთშეკამათების დროს, ბარის ტარის თავში დატყმით, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა სოფელ სასირეთში მცხოვრებ ნოდარ ვლადიმერის ძე გოგინაშვილს, კობა ნოდარის ძე გოგინაშვილს და გიორგი კუკურის ძე გოგინაშვილს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქარელის შს განყოფილებაში აღირძრა სისხლის სამართლის საქმე #2796092, 1996 წლის 23 ოქტომბერს კი ზაზა გულიაშვილი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე მუხლის პირველი ნაწილით და 112-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენება), ხოლო 6 ნოემბერს ქარელის საგამოძიებო ქვეგანყოფილების მიერ ზაზა გულიაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა (სამძებრო საქმე #027031/96) და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. გატარებული ღონისძიების შედეგად 1997 წლის 18 მარტს ზაზა გულიაშვილი დაკავებული და მოთავსებული იქნა წინასწარი მოთავსების იზოლატორში" – აცხადებს ემიკო ფეიქრიშვილი.

ემიკო ფეიქრიშვილი 9 თვის წინ რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან იმ საკრებულომ გადააყენაა, რომელსაც პაატა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა. დღეს ფეიქრიშვილი პაატა ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბშია. მან ზაზა გულიაშვილის მოადგილედ ცოტა ხანი დაჰყო და შემდეგ აქედანაც გაათავისუფლეს.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ზაზა გულიაშვილს საარჩევნო შტაბში შევხვდით. პირველ რიგში მტკიცებულებები მოგვთხოვა.

,,თუ ემიკო ფეიქრიშვილი კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმომიდგენს, ამის შემდეგ, კერძოდ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ წარმოვადგენთ ემიკო ფეიქრიშვილის 4-ჯერ ნასამართლეობის შესახებ მტკიცებულებებს. ამჟამად, არც კი მინდა მის დონემდე დავიდე. მას პასუხს პირველ რიგში არჩევნები და ხალხი გასცემს" – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

15:42 / 30.06.2014

ქარელის რაიონის გამგებლობის პოსტზე ორი კანდიდატის ზაზა გულიაშვილის და პაატა ღვინიაშვილის მომხრეები გამარჯვების მოლოდინში არიან. გულიაშვილი ,,ქართული ოცნებიდან”, ხოლო პაატა ღვინიაშვილი სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან იყრიან კენჭს. პირველი მათგანი რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო მეორე – საკრებულოს თავმჯდომარე იყო. კანდიდატები და, განსაკუთრებით, მათი მომხრეები ქარელის სოფლებში ამომრჩევლებს უხსნიან იმის შესახებ, თუ ვინაა რეალურად კოალიცია ,,ქართული ოცნების” მამოძრავებელი ძალა.

15:37 / 30.06.2014
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.