გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე მცირე ფართობის რამდენიმე მეასედი მიწა, რომლის საწყისი ღირებულება სულ რაღაც 650 ლარი იყო, აუქციონზე 210 000 ლარად გაიყიდა. მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და მისი მსურველი 5 პრეტენდენტი იყო. აუქციონში გამარჯვებულად მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) გამოცხადდა. ის ვარიანში დიდი ხანია ცხოვრობს და მას საკუთარი ნაკვეთი აუქციონზე გატანილ ფართის სიახლოვეს აქვს. სასულიერო პირმა აღმოაჩინა, რომ ნაყიდ ახალ მიწაზე საკალმახეა მოწყობილი.
კასპის რაიონის სოფელ ეზატში, ივანე მიგრიაულის საკუთარ სახლთან არსებულ საქონლის სადგომში, მგლები ცხვრის ფარაში შევიდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ივანე მიგრიაულს მეუღლემ, თინათინ მიგრიაულმა განუცხადა. მისი თქმით, განადგურებულია 7 სული ცხვარი. ფაქტი 2 დღის წინ მოხდა.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 46-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გააპროტესტა ახალგორის მიმართულებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. როგორც ცნობილია, განკარგულების პროექტი “საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” მთავრობას უკვე მოწონებული აქვს.
შიდა ქართლის პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ თელიანში 1960 წელს დაბადებული ზურაბ დემეტრაშვილი დააკავა. გორის სასამართლომ 1 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 4 ათასი ლარი შეუფარდა. ზურაბ დემეტრაშვილს ბრალი თანასოფლელის ანა ბერიაშვილის საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დაწვაში ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი კუთვნილი ნივთის დაზიანებით) მიმდინარეობს. ანა ბერიაშვილმა 715 ლარის ზიანი მიიღო.
დღეს, 1 ივლისს, გორის პროკურატურის შუამდგომლობით, გორში მცხოვრებ დებს, 32 წლის და 26 წლის ც-ებს, სასამართლომ 1000-1000 ლარის გირაო შეუფარდა. მათ თავიანთი ნაცნობის თეა კ-ის განზრახ ცემაში ედებათ ბრალი. დები პროცესზე აცხადებდნენ, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. თუკი მას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდიან, დებს წინასწარი პატიმრობა ემუქრებათ.
ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში სარწყავი წყლის მიწოდებას რუისელები უშლიან ხელს. ამის შესახებ ურბნისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ცირა ინდუაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს შესჩივლა. გამგებელთან გამართულ თათბირზე რუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი კუთხაშვილიც იმყოფებოდა. დავა ორი სოფლის ხელმძღვანელებს შორის კამათში გადაიზარდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა რუისიელები სათავისოდ, ,,ხიტრობაში” დაადანაშაულა. როგორც გაირკვა, რუისის გამგებელმა, წყლის მიწოდების გრაფი, ურბნისელების ინტერესების საზიანოდ შეადგინა.
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











