ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ გამგეობის სტრუქტურებში, ,,რეორგანიზაცია" მხოლოდ მას შეეხო. ამის შესახებ ბალიაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, თვეების განმავლობაში გამგებლისგან მიღებული მადლობები და წამახალისებელი ქებები სამსახურიდან გათავისუფლებად დაუჯდა. გამგებელი ზაზა გულიაშვილი კი აცხადებს, რომ ბალიაშვილის მუშაობით უკმაყოფიელობი აიპიების (არასამეწარმეო იურიდიული პირები - კულტურის სამსახურს დაქვემდებარებული ორგანიზაციების) ხელმძღვანელებიც არიან.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
გორის რაიონის სოფელ ნიქოზში მცხოვრებს, 23 წლის არჩილ კ-ს გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 000 ლარი შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, მან 29 ივლისს ღამის 00:15 წთ-ზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან (,,კალაშნიკოვი") გასროლა მოახდინა.
2014 წლის 1 აგვისტოს, პარასკევს, შუადღით, გორთან ახლოს პარლამენტარი ნუკრი ქანთარია ავტომობილით ძროხას დაეჯახა. იმ მომენტში, როდესაც Qartli.gE-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი ფოტოზე დააფიქსირა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ძროხის პატრონი ვერ დადგინდა. ძროხა კი ცოტა ხანში წამომდგარა და წასულა.
კასპის გენერალური გეგმის დამტკიცებას კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დიდი განხილვა მიეძღვნა. გენგეგმის დასაწერად 38 ათასი ლარი იხარჯება და პროექტს კასპის გამგეობის არქიტექტურის სამსახური კურირებს. აღნიშნული სამსახურის უფროსმა ნოდარ ნატროშვილმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ,,კასპის კონსტიტუცია" იქნება. საკრებულოს დეპუტატებმა კი ამ ,,კონსტიტუციის" საიდუმლოდ მიღება გააპროტესტეს. სოფელ კავთისხევის მაჟორიტარ დეპუტატს რამაზ ხინაშვილს კი იმ განკარგულების შინაარსი არ მოეწონა, რომლითაც ეს ,,კონსტიტუცია" უნდა დაამტკიცონ.
3 აგვისტოს შუადღედან შიდა ქართლის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები გორის რაიონის სოფელ ფელის ტერიტორიაზე, თითქმის მიუდგომელ ადგილას, ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. 4 აგვისტოს დილის 3-4 საათზე კი სახანძრო სამსახურმა რესტორან ,,ვენეციის" ხანძრის შესახებ ტაქსის მძღოლებისგან გაიგო. ძირითადად, ხის კონსტრუქციებისგან აშენებული რესტორანი მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა 2 აგვისტოს ატენის ხეობაში, ჯამჯამების ტყეში ჩააქრეს ცეცხლის კერა. 4 აგვისტოს შუადღეს კი კირბალში მინდვრის ბალახზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს.
კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს მესამე სხდომაზე ბლოკ ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი დეპუტატები ფრაქციების რაოდენობის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ სოფელ თელიანი-სასირეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა მმართველი გუნდის ხელმძღვანელი პირები დებატებში გამოიწვია. მისი აზრით, იმის გამო, რომ ფრაქციების თავმჯდომარეების ყოველთვიური სარგო 1500 ლარია, მეტი ფრაქცია ბიუჯეტის თანხების მეტ ,,გაწეწვას" ემსახურება.
გორის რაიონის საკრებულოს პირველ სხდომაზე, რომელიც 2014 წლის 2 აგვისტოს გაიმართა, ,,ქართული პარტია" ფრაქციის გარეშე ყოფნას გადარჩა. სხდომაზე დასამტკიცებლად გატანილ რაიონის საკრებულოს რეგლამენტში ჩაწერილი იყო, რომ საკრებულოში ფრაქციები პირველივე სხდომაზე უნდა შექმნილიყო. კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა, ტინისხიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარლენ ნადირაძემ ამ მუხლის ამოღება მოითხოვა. ,,ქართული პარტიის" წევრებმა კი, რომლებმაც ამ მუხლის შესახებ არაფერი იცოდნენ, მარლენ ნადირაძეს მადლობა გადაუხადეს. გარდა ამისა, მარლენ ნადირაძემ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრობაზე უარი განაცხადა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











