გორთან ახლოს ავტობანზე მანქანა ძროხას დაეჯახა, ადგილზე პარლამენტარი ნუკრი ქანთარია იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არკვევს, თუ რა კავშირია ფოტოზე აღნიშნულ პირებსა და ავტოსაგზაო შემთხვევას შორის. ფოტოს გადაღებისას ადგილზე საპატრულო პოლიცია არ იმყოფებოდა.
გორის ცენტრში, 1 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასაკოვანი ქალბატონი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
სოფელ საქადაგიანოში ქართველი, აზერბაიჯანელები და ოსები უბან-უბან ცხოვრობენ. თითო უბანს თითო ონკანი აქვს. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში სვანების ონკანია. აზერბაიჯანულ და ოსურ უბნებს კი ,,წვეთი" ენატრება.
ახალ საკრებულოს სხდომებზე წარდგენილი დებულებების პროექტების შინაარსი, ოპოზიციის და დამოუკიდებელი სტატუსით წარდგენილი დეპუტატების მხრიდან, დისკუსიას და კამათს იწვევს. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ,,ორგანულ კანონს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" გაუგებარს და ბუნდოვანს უწოდებს. მართალია, მას შეახსენეს, რომ ამჟამად ,,თვითმმართველობის კოდექსი" მოქმედებს, მაგრამ მაინც დაჟინებით ,,ორგანულ კანონს" იმეორებს.
კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში აცხადებენ, რომ კერძო ნაკვეთში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მუნიციპალიტეტის გამგეობა არ იძლევა. ამის შესახებ მიქელწყაროელებმა Qartli.gE-ს იმ დროს განუცხადეს, როდესაც მათთან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის წევრები ჩავიდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბოლო 10 თვის განმავლობაში, უწყებაში აზერბაიჯანული სოფლებიდან, ზოგადად, არანაირი წერილობითი განცხადებაა შესული.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სიკვდილის შემდეგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კონსტანტინე (კახა) ლაფერაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
ძებნილ, მსჯავრდებულ და ბრალდებულ პირებს, რომელთა კომპანიები კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ, ავტომატურად მიეცემათ დისკვალიფიკაცია. ამის შესახებ თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ 2014 წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაში წითელი ასოებით ჩაწერა. კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელმაც მშენებელმა კომპანიის წარმომადგენელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, არის ის, რომ სამშენებელო ნორმები უნდა იცავდეს 1985 წელს (შემდგომში 1987 წელს შეტანილ ცვლილელებით) დადგენილ სტანდარტებს.
2014 წლის იანვრიდან ივლისამდე, შიდა ქართლში, გამოკვლეულ, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის, 40%-ს ,,ც-ჰეპატიტის" ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამის შესახებ ორგანიზაცია ,,ნაბიჯი მომავლისკენ" ხელმძღვანელმა ქეთევან ბიძინაშვილმა გორში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. 28 ივლისის შეხვედრა ,,ც-ჰეპატიტის" საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











