თბილისი-გორის მიმართულებით მდებარე ავტობანის გასწვრივ 1 სექტემბრის საღამოს ნაყანებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის მანქანები მუშაობენ.
შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აგვისტოს თვეში დაფიქსირდა 63 გამოძახება.
,,რაკი არ წერია, რომ კბენა არ შეიძლება, ე.ი. პედაგოგს შეუძლია ბავშვს უკბინოს" - გორის საკრებულოს წევრმა, მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ ქალაქის საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ მომზადებული და სხდომაზე დამტკიცებული დადგენილება, საბავშვო ბაღებში პედაგოგის ქცევის წესებთან დაკავშირებით, გააკრიტიკა. გარდამავალი დებულება ასეა დასათაურებული: ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების და სამუშაო რეჟიმის დამტკიცების შესახებ". დებულებაში ჩამოთვლილია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აღმზრდელმა საბავშვო ბაღში.
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 სექტემბერს ახალი დიზაინის სანორე ნიშნების გაცემა დაიწყო. პირველი ნომერი სიმბოლურად შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაბეჭდა, სადაც დღევანდელი რიცხვია გამოსახული. მინისტრის მიერ ხელმოწერილი ნომერი მომსახურების სააგენტოში დარჩება.
ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმის კოსმეტიკური სამუშაოებისთვის 7 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანხმობა საკრებულოსგან უკვე მიიღო. სამუზეუმი გაერთიანების ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის განცხადებით, თანხები ძირითადად სახურავის შესაკეთებელად გაიხარჯება.
,,გამაგებინეთ, რას აკეთებს 19 თანამშრომელი ერთ ბიბლიოთეკაში?!" - არასამეწარმეო იურიდიულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის საკითხმა კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია.
ატენის ხეობაში მდებარე ორ მცირეკომლიან სოფელში - წედისსა და ბნავისში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები სასმელ წყალს ბალონებით მეზობელი დასახლებებიდან, განსაკუთრებით, ატენიდან ეზიდებიან. თავის მხრივ წყლის პრობლემაა ატენშიცაა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











