2014 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე, გორში, ,,ღია სკოლების სახალისო ფეხბურთი“ ტარდება. აღნიშნულ ტურნირს, რომელიც რამდენიმე წელია, რაც შიდა ქართლში წარმატებით მიმდინარეობს, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები თბილისიდან, ჰოლანდიიდან და დანიიდან.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გორის შს სამმართველოს თანამშრომლები, პოლიციელები ელიაშვილი და კოპაძე შინაურმა ძაღლმა დაკბინა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კონფიდენციალურად აცნობეს.
გორის რაიონის საკრებულოს წევრებმა განკარგულების პროექტი, სატელეფონო ლიმიტების დაწესების შესახებ, ჩააგდეს. ბოლო სხდომაზე, რომელსაც 31 წევრი ესწრებოდა, ხმები 14/11-ზე გაიყო. საკრებულოს წევრებმა თანამდებობის პირებზე დაწესებული მაღალი ლიმიტი, ხოლო რიგით წევრებზე განსაზღვრული ,,5 ლარიანი პაკეტი" გააპროტესტეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ახალი, ღია საჭიდაო არენა გაიხსნა. საჭიდაო არენას კავთისხეველი მოჭიდავის, აწ განსვენებული სამბისტის და ცნობილი ფალავანის ვალერიან (ვალიკო) იაშვილის სახელი ეწოდა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა საკუთარ წარმომადგენელს სოფელ ჩობალაურში ეკა მუზაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. საქმე ეხება სასმელი წყლის არაორგანიზებულ დარიგებას, რა დროსაც, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დააფიქსირა, რომ ცისტერნები პირველ რიგში სოფლის ,,გამგებლის" სახლთან ჩერდება. სასმელ წყალს კი, სხვა ოჯახებთან ერთად, ზემო უბანში მცხოვრები მოხუცები ვერ იღებენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატის, იოსებ გაბარაევის ძალისხმევით, გიორგი მ., რომელსაც ბრალი ედებოდა ყაჩაღობასა და ნასამართლები პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
,,რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრები არაფერს ამბობდნენ, ჩვენც გვიან გავიგეთ" - აცხადებს სოფელ ქვემო ჭალაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. მისი თქმით, 24 წლის ლევან მაზმიშვილი სხვა დროსაც იკარგებოდა ორი-სამი დღით. ამიტომ ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ მალე დაბრუნდებოდა. ახალგაზრდის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა.
დღეს, 2014 წლის 2 სექტემბრს, გორის რაიონის სოფელ კარბში ტირიფონ-სალთვისის არხის საირიგაციო სისტემის პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











