2014 წლის 8 სექტემბერს, 13:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ძევერაში იაპონიის მთავრობის მიერ, გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, „გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ცენტრის პროექტის“ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან – იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ატონი ტოშიო კაიტანი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პროექტთან დაკავშირებული ორგანიზაციის წევრები.
2014 წლის 5 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს სხდომაზე, დაბარებულის სტატუსით, გამოცხადდა. მისი მისვლა, 2014 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა ხათუნა თათანაშვილმა (,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელი) და დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა მოითხოვეს. დაბარებულ გამგებელს შეხვედრაზე მთავარი კითხვის დამსმელები არ ,,დახვდა". საკითხი რაიონის სოფლებში სასმელი წყლის მასიურად შეწყვეტის თემას შეეხებოდა.
გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში დევნილი, 25 წლის ალექსანდრე ხ. მაღაზიაში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. ინციდენტი მაღაზიის მეპატრონესთან ხურდის გამო მოხდა. საქმის მასალების მიხედვით მაღაზიის მეპატრონემ კლიენტს ხურდა არ დაუბრუნა, რასაც უკმაყოფილო კლიენტის მხრიდან აგრესია მოჰყვა. დაკავებული ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ბარნაბიათკარში უნებართვოდ შენახული სანადირო თოფი ამოიღეს. სახლში იარაღს ადგილობრივი მკვიდრი ბესიკ ბ. ინახავდა. პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე სანადირო თოფის შენახვისთვის, ჯარიმას 20-დან 40 ლარამდე ითვალისწინებს.
ატენსა და ხიდისთავში ძლიერი წვიმის გამო მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყალი რამოდენიმე სახლის სარდაფში, ეზოში და პირველი სართულზე მდებარე ოთახებში შევიდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ ატენში მცხოვრები ჯაფარიძეების ოჯახი დაზარალდა. სახლში წყალი მაშინ შევარდა, როდესაც იქ მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, მთლიანდა დაზიანდა პირველი სართული, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები, დაიხოცა შინაური ფრინველი.
გორში, კერძო ბინათმესაკუთრეებისთვის, საერთო სარგებლობის სამეზობლო ეზოების, სადარბაზოების, სახურავების და ა.შ. ნაგებობების კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, მერია თანადაფინანსების კუთხით, 80%-ით გაიღებს. ამის შესახებ ქალაქ გორის საკრებულომ გადაწყვეტილება 2014 წლის 5 სექტემბერს მიიღო. საკითხის წარმდგენმა დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გორელმა მოქალაქეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ. პროგრამაში მონაწილეობა კერძო სახლების მფლობელებსაც შეუძლიათ.
გორის მერიის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, განსაკუთრებით, არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (2014 წლის ივნისის) შემდეგ ხელფასების გაცემა გვიანდება. ამის მიზეზად ქალაქ გორის საკრებულოს ხელმძღვანელობა გორის მუნიციპალიტეტის გაყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს. ხელფასების დაგვიანებით შეწუხებული, ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს და საფინანსო სამსახურის უფროსს დალი ტლაშაძეს დღეს 2014 წლის 5 სექტემბერს შეხვდნენ.
4 სექტემბერს ქარელში სამების სახელობის საკათედრო ტაძარი გაიხსნა. აღნიშნული ტაძრის მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











