ინციდენტი კომბინატის დასახლებაში ახალი წლების პერიოდში მოხდა.
,,ვიდრეს ეს მანქანა გამოჩნდებოდა, კლუბის წინ, სხვა მამაკაცების ჩხუბი იყო. ადგილზე პოლიციის პიკაპი მოვიდა და ვითარება მიწყნარდა. უამრავი ხალხი ტრიალებდა. ამ დროს, ერთ-ერთი ჩიხიდან მანქანა გამოვარდა, სადაც სამი ახალგაზრდა იჯდა. პოლიციელი მივიდა და მძღოლს ალკოტესტზე შემოწმება სთხოვა. მძღოლმა იმის ნაცვლად რომ ჩაებერა, ალკოტესტში ჩააფურთხა. სანაცვლოდ კი ალკოტესტი სახეში მოხვდა" - ამბობს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში თვითმხილველი.
ამის შემდეგ მანქანიდან სამივე მგზავრი გადმოვიდა და პოლიციელისკენ გაიწიეს. დამატებით მოსულმა ეკიპაჟის წევრებმა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამივე ახალგაზრდა დააკავეს.
,,სამივე პიროვნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულია პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის" - გვითხრა შს სამინისტროს პრესსამსახურმა.
გორის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე საქმის დეტალებს იმ შემთხვევაში გაგვაცნობს, თუ პიროვნებების სახელები და გვარები ჩვენთვის ცნობილი გახდება, ხოლო მათგან ნებართვა გვექნება. პოლიციის პრესსამსახურმა კი არც ,,სამართალდამრღვევი" მოქალაქეების და არც პოლიციელის ვინაობა გაგვიმხილა.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები