რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება დასრულდა

 

პროექტის ფარგლებში ზუსტად დადგინდა საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის. სამომავლო განვითარების მიზნით კი ქალაქ გორს მეზობელი სოფლების გარკვეული ტერიტორიები(750 ჰექტარი) შეუერთდა.

 

ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროცესში საჯარო რეესტრის  სპეციალისტებმა ქალაქის საზღვარი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების საშუალებით და GPS სადგურების ქსელის გამოყენებით აზომეს. პარალელურად, საზღვრის ხაზის ძირითადი წერტილები ადგილზე სპეციალური მიწისქვეშა პუნქტების საშუალებით დამაგრდა და მათი  კოორდინატების კატალოგი მომზადდა.

 

საზღვრის დაზუსტების შემდეგ,  NSDI -ს პროექტის ფარგლებში, ქ.  გორში გზათა ქსელის, სამისამართო მონაცემების, ჰიდროგრაფიის, საკომუნიკაციო ქსელისა და სხვა მონაცემების წარმოებაც დაიწყება. პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საზღვრის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, დადგინდება  მუნიციპალიტეტის  განსაკარგავი  ტერიტორია  და  საკუთრების  რეგისტრაციის  უფლებამოსილება,  მოწესრიგდება  მიწის  ნაკვეთების  მისამართები  და  სარეგისტრაციო  ზონების საზღვრები,  მოხდება  მონაცემების  სტანდარტიზაცია  და  მათი სწორი წარმოება.

 

გორის საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა    მონაცემებს გააერთიანებს.  ქალაქ გორში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს NSDI-ს პროქტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას. პარალელურად, შეიქმნება ლოკალური გეოგრაფიული მონაცემების ადგილობრივ დონეზე წარმოების წარმატებული პრეცედენტი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საუკეთესო მაგალითი და სტიმული იქნება.

 

პროექტი  ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით მიმდინარეობს. თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის 8 თანამშრომლისთვის თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გეოინფორმაციული სისტემებისა და გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებიც ჩაატარა. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად სააგენტომ გორის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით აღჭურვა, რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოებისთვისაა საჭირო.

 
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ
საქმიანობას.
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას.
00:45 / 07.05.2026
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.