საგანგებო ბრიფინგზე ისიც აღინიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრაობა წერეთლის ქუჩის მიმართულებით დასაშვები იქნება.
ცალმხრივი მოძრაობა იქნება გურამიშვილის გამზირზე (ძველი ბაზრიდან ახალბაღის შესასვლელამდე);
ცალმხრივი მოძრაობა ამილახვრის ქუჩაზე - (ახალბაღის შესასვლელიდან სამეფო ქუჩამდე)
ცალმხრივი მოძრაობა - სამეფო ქუჩაზე (ამილახვრის კვეთიდან ჭავჭავაძემდე)
,,თუ ამ სქემამ გაამართლა, შემდეგ უკვე ვიზრუნებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, საგზაო ნიშნებზე, მოხაზვებზე და ა.შ." - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელებმა კი ბრიფინგზე მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შეხვედრაზე ტაქსოპარკის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც კითხვები, ასევე, საგზაო ნიშნების მოხაზვებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.
აკაკი ხუფენია განმარტავს, რომ მერიაში ტრანსპორტის სამსახური ახალი შექმნილია და, სწორედ, ამ მიმართულებით, ხარვეზების გამოსასწორებლად იმუშავებს.
ცნობისათვის, დღეს არსებული საგზაო მონიშვნის ხაზები შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის საორგანიზაიო სამმართველოს ანალიზის განყოფილების თანამშრომლების ,,ანალიზის" მიხედვითაა გაკეთებული.
იხ. ფოტო-ილუსტრაცია

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები