რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
,,ყველა წერილზე პასუხი გავეცით" - კასპის გამგეობის გამოხმაურება

 

კასპის გამგეობის რეაქცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატიამ ,,რეიტინგებში ჩამორჩენილი გამგეობები" გამოიწვია, რომლის მიხედვით, კასპის გამგეობაში გაგზავნილი 24 მოთხოვნიდან პასუხი მხოლოდ 13-ს გაეცა და ეს მოთხოვნები განიხილებოდა, როგორც ,,წერილი". მართლაც, გაირკვა, რომ კასპის გამგეობაში ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა", მხოლოდ, ორი წერილი გაგზავნა, სადაც 24 მოთხოვნა იყო ჩამოთვლილი. არასამთავრობო ორგანიზაცია, სწორედ, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

,,შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხება ,,ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“  2014 წლის სტატისტიკურ ანგარიშს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კასპის მუნიციპალიტეტს ,,ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  გამოგზავნილ 24 წერილიდან პასუხი არ მიიღო 11 წერილზე. სინამდვილეში, კასპის მუნიციპალიტეტს 2014 წლის მარტში მხოლოდ 2 წერილი აქვს მიღებული და ისიც პასუხგაცემული. მუნიციპალიტეტს, 24 წერილი ნამდვილად არ მიუღია, ეს გადამოწმდა აღნიშნულ ორგანიზაციასთანაც.  2014 წლის ,,ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“  სტატისტიკურ ანგარიშში  საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ აღნიშნულია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოგზავნილი 24 კითხვიდან  (და არა წერილიდან), რომელიც ორ წერილად იყო შემოსული მუნიციპალიტეტში პასუხი გაცემულია 13-ზე.  პასუხი არ გაეცა 11 კითხვას. ასეთ შემთხვევაში წერილის პასუხი ითვლება არასრულყოფილად." - აღნიშნავს ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჯინიყაშვილი.

 

ორგანიზაციის ანგარიშში, მხოლოდ და მხოლოდ, მოთხოვნების რაოდენობაა ჩამოთვლილი, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ  ,,წერილების" რაოდენობასთან იქნა გაიგივებული. რეიტინგებში ტერმინი  ,,კითხვა" საერთოდ არ გვხვდება. შესაბამისად,  აღნიშნული უზუსტობისთვის პასუხს რედაქცია აგებს.

 

რაც შეეხება მოთხოვნების ,,უპასუხობას" ან ,,არასრულყოფილებას", ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კვლავაც თვლის, რომ კასპის გამგეობამ 11  მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

 

იხ. წინა სტატია 

 

რეიტინგებში ჩამორჩენილი გამგეობები

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.