რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,ყოფილიყავი კოალიციაში და პრემიას აიღებდი" (VIDEO)

 

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ძალაში 2014 წლის 2 აგვისტოდან შევიდა. ახალი საკრებულოს თანამდებობის პირებმა და თანამშრომლებმა პრემია, ამ დრომდე, მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში წინასაახალწლოდ აიღეს. საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მოტივად  სანიმუშო მუშაობა დაასახელა.

 

ყველაზე ცოტა პრემია დამლაგებელს თამარ ადუაშვილს 330 ლარი ერგო, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლს - 790 ლარი.

 

პრემიები მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის ორივე თანაშემწემ - კობა ბლიაძემ და ინგა ტარიელაშვილმა - 790-790 ლარი.

 

კოტე თავზარაშვილი გვეუბნება, რომ ეს წახალისება ხელფასის ოდენობით განსაზღვრა.

 

წახალისებულთა სიაში მოხვდნენ:

 

ფრაქცია ,,ქართული პარტია" (ირაკლი ოქრუაშვილი) თავმჯდომარე ჯაბა იმერლიშვილი - 1350 ლარი

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თევდორე ხოსრუაშვილი - 1350 ლარი

ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - დამოუკიდებელი მაჟორიტარი"- თამარ კოდოშვილი - 1350 ლარი

ფრაქცია ,,ქართული ოცნება" - კობა ბერიანიძე - 1350 ლარი

ფრაქცია ,,ეროვნული ფორუმი" - ივანე არჩუაძე - 1350 ლარი

ფრაქცია ,,რესპუბლიკელები - კონსერვატორები" ზვიად დავითიძე - 1350 ლარი

 

კომისიები

 

,,საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე" - სოსო ვანიშვილი 1350 ლარი

,,სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე" - ლიანა კოვზიაშვილი 1350 ლარი

,,სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის" თავმჯდომარე ვახტანგ ბერკაცაშვილი - 1350 ლარი

,,ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე" - ზურაბ ყაჯრიშვილი 1350 ლარი

,,ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის მართვის კომისიის" თავმჯდომარე - მერაბ მელანაშვილი 1350 ლარი

 

ხელმძღვანელები

 

საკრებულოს თავმჯდომარე - კოტე თავზარაშვილი 2360 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თეიმურაზ გიგუაშვილი 1700 ლარი

აპარატის უფროსი - ღუტო თოდაძე 1000 ლარი

 

ხოლო საკრებულოს სპეციალისტებმა, სულ 12 ადამიანმა, 560-560 ლარი.

 

ჯამში დეკემბერში გაცემული ,,კოალიციური პრემია" - 30 000 ლარს შეადგენს.

 

როგორც ვნახეთ, 35 დეპუტატიან საკრებულოში 13-მა დეპუტატმა აიღო პრემია, რადგან ნაწილი ფრაქციას, ნაწილი კი კომისიას ხელმძღვანელობს. რიგით წევრებს კი დანამატების და პრემიების აღება ეკრძალებათ.

 

პრემიის გარეშე დარჩენილთა რიცხვში  ,,თავისუფალი დემოკრატი" ხათუნა ხათაშვილიც მოხვდა. ის ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატები - რესპუბლიკელები"-ს თავმჯდომარე იმ დრომდე იყო, ვიდრე ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წავიდოდა. ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობა ბერიანიძე განმარტავს, რომ თავის გამონათქვამში ფრაქციაში ყოფნა იგულისხმა. ,,ხათუნა ხათაშვილმა ფრაქცია ვერ შეინარჩუნა ,,მრეწველებთან", ან კიდევ შეეძლო ,,რესპუბლიკელებთან" გაერთიანება, როგორც ეს ქალაქის საკრებულოში მოხდა" - გვითხრა ბერიანიძემ.  

 

რაიონისგან განსხვავებით ქალაქ გორის საკრებულოში ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,რესპუბლიკელების" ალიანსი დღემდე შენარჩუნებულია. ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები" დღემდე არსებობს.

 

ფოტოზე: კობა ბერიანიძე და ხათუნა ხათაშვილი

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.