რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,გუბერნატორი უნდა ჩავრიოთ, მეტი გზა არ გვაქვს" - როდის აინთება ქურა

 

,,წერილი მაინც უნდა მოვამზადო და გავუგზავნო ეკონომიკის სამინისტროს" - დაამატა გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თან თავის საქმე გააგრძელა, ოღონდ სხვა საქმე. მის კაბინეტში კიდევ 3 იურისტი ზის. მას 2015 წლის 16 თებერვალს ვესტუმრეთ.

 

 მილების შესახებ შეგროვებულ ინფორმაცია ასე გამოიყურება.

 

აშშ-ს მთავრობის დახმარებით ზემოაღნიშნულ დევნილთა დასახლებებში, დაახლოებით 3 მლნ 35 ათას ლარის ღირებულების სამუშაოები 2014 წლის 16 სექტემბერს დასრულდა. ეს სამუშაოები ბუნებრივი აირისთვის საჭირო მილების, მრიცხველების და გაზქურების მიწოდებას მოიცავს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებმა დამთავრებული სამუშაოები 2014 წლის 3 ოქტომბერს ჩაიბარა. მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები აწერენ.

 

,,ამ აქტს ხელი მოეწერა 2014 წლის 3 ოქტომბერს, მასზედ რომ შემსრულებელმა შპს ,,ჯავამ" 2014 წლის 16 სექტემბერს დაასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქ. გორის და კასპის მუნიციპალიტეტების გამგეობები იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს და თვლის, რომ დასრულებული სამუშაოები ყველა სამშენებლო ნორმას პასუხობს" - წერია მიღება-ჩაბარების აქტზე.

 

ამის შემდეგ, რა პროცედურების გავლა იყო საჭირო, რათა მილებში გაზი გაშვებულიყო? - ვეკითხებით იურიდიული სამსახურის უფროსს. ის გვიმარტავს, რომ იმისათვის, რომ მილებში  ,,სოკარ ჯორჯიამ" აირი გაუშვას, საჭიროა, ქონება მას საკუთრებაში გადაეცეს.

 

,,ჩვენ, გამგეობას, უფლება არ გვაქვს ქონება გადავცეთ, ეს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააკეთოს. ჯერ უნდა მოგვწეროს ეკონომიკის სამინისტრომ, რომ მივატოვოთ ქონება და, შემდგომ, ეკონომიკის სამინისტრომ გადასცეს სოკარ-ჯორჯიას. ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროსგან ველოდებით ქონების მიტოვების შესახებ თხოვნის წერილს" - განაცხადა რეზო გოგიაშვილმა.

 

იურიდიულ სამსახურში ვიზიტამდე ქონების მართვის სამსახურში ვიყავით. ერთ გრძელ ოთახში 10-მდე მაგიდა დგას. ერთი შეხედვით მუშაობენ, თან სიგარეტის კვამლში. თითოეულ თანამშრომელს გვერდით კიდევ თითო ადამიანი უზის. მაგიდებზე ნახაზები და უამრავი დოკუმენტები აწყვია. განყოფილებას გია პაპიტაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო მთლიან სამსახურს შამილ ხაჩიური.

 

,,მილების ამბავზე ვართ, სადაც, ამ დრომდე, გაზი არ არის გაშვებული" - ვუთხარი გია პაპიტაშვილს.

 

,,ერთი მომიძებნე ის წერილი, რომელიც გავუგზავნეთ" - გია პაპიტაშვილმა თანამშრომელს კედელზე დაწყობილ საბუთებისკენ მიუთითა. თანამშრომელმა ერთი წერილი გადმოიღო, რომელიც 2015 წლის 2 თებერვლით თარიღდება და ადრესატი სოკარ-გაზია. ამ წერილით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოკარ-გაზს სთხოვს, რომ ხურვალეთი-სკრა-ბერბუკის მილებში ბუნებრივი აირი გაუშვას.

 

,,ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ ქონება ისევ ჩვენს ბალანსზეა, სოკარ-ჯორჯიას მაინც ვთხოვეთ, რომ გაზი გაეშვა. ეს მის ინტერესში უნდა შედიოდეს" - გვითხრა გია პაპიტაშვილმა. ,,ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საჭიროა ქონება სოკარ-ჯორჯიას გადავცეთ, ამაზე ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოგვმართოს"

 

,,არ მიმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ ეს ქონება თავის ბალანსზე აიღოს?" - ვკითხეთ გია პაპიტაშვილს.

 

,,კი, როგორ არ მივმართეთ. ერთი ეგ წერილიც მომიძებნეთ" - მაგრამ ეს წერილი ვერ იპოვეს, როგორც გაირკვა, ასეთი წერილი არ არსებობს, რადგან იურიდიული სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელზე წერილს იმ დღით (2015 წლის 16 თებერვალს) ამზადებდა.

 

,,მე სიმართლე გითხრათ, ტელეფონითაც დავუკავშირდი ეკონომიკის სამინისტროში და ქონების კოდები ჩავაწერინე, ეს მოხდა ზეპირად. მაგრამ დღემდე არ მოუთხოვიათ ქონება" - განმარტა გია პაპიტაშვილმა. 

 

ქონების მართვის სამსახურში გვითხრეს (სამსახურის და განყოფილების უფროსებმა), რომ გამგეობის მიერ ქონების (მილების) მიტოვება, მხოლოდ, დასაბუთებული წერილის საფუძველზე ხორციელდება.

 

,,წარმოიდგინეთ, ამხელა ქონებაა. ჩვენს თანამშრომლებს ჯერ მისი შეფასება უნდა მოეხდინათ, დიდი სამუშაოები იყო ჩასატარებელი. მერე კიდევ, ქონება რომ მიგვეტოვებინა, ხომ უნდა იყოს დასაბუთებული მითითება, რატომაც უნდა მივატოვოთ ქონება?" - გვიხსნის იურიდიული სამსახურის უფროსი.

 

ჩვენ ჩვენი ვერსია ვუთხარით, თუ როგორ შეიძლებოდა ეკონომიკის სამინისტროს ,,დაჩქარება", ისე, რომ თან წერილი დასაბუთებულიც ყოფილიყო.

 

,,მოსახლეობისთვის დაგეწერინებინათ წერილობითი განცხადება ეკონომიკის სამინისტროს სახელზე, რომ მილები გადასაცემია გაზის კომპანიისთვის. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო  წერილს მოგწერდათ, რომ მოსახლეობის გაზიფიცირების მიზნით მიგეტოვებინათ ქონება" - ვუთხარით იურიდიული სამსახურის უფროსს რეზო გოგიაშვილს.

 

,,ააა, შენც მართალი ხარ. ადრე ეგრე გავაკეთეთ მაცივრებზე. ნეტა მეთქვა თამაზ გვიმრაძესთვის (დევნილთა სამმართველოს უფროსი - რედ) და დავაწერინებდით მოსახლეობას წერილს სამინისტროს სახელზე" - გვიპასუხა რეზო გოგიაშვილმა და გააგრძელა თავისი სამუშაო.

 

პ.ს. მოკლედ, საქმე როდესაც კოლექტიურ სიკეთეს ეხება, უწყებები ერთმანეთს ელოდება, ვინ როდის წერილს მისწერს, ვინ რა პასუხს მიიღებს... მაგრამ როდესაც საქმე ინდივიდუალურ სიკეთეს ეხება, მაგალითად, ქალაქში რომელიმე მიწის ან შენობების გასხვისებას, ამ დროს მთელი სამსახური ჩართულია და ამა თუ იმ განყოფილებას თავზე დაინტერესებული ინდივიდებიც კი ადგანან...

 

იხ. ამავე თემაზე 2014 წლის 21 ნოემბერს მომზადებული მასალა:

 

გაზიფიცირების ,,უნებართვო" მშენებლობა სკრის დევნილებში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.