რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ოთხი დასაქმებული ერთი ოჯახიდან

 

,,გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო წეწვაძე თვითმმართველობაში, 2012 წლის ბოლოს,  „ქართული ოცნებიდან“, კერძოდ „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით დაინიშნა გამგებლის პაპუნა კობერიძის მოადგილედ. ორი წლის განმავლობაში იგი გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო მისი ძმა მუნიციპალურ ორგანიზაცია „ტონთიოში“ მენეჯერის პოზიციაზე იყო წარმოდგენილი. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტროში და მუნიციპალურ სპორტსკოლაშიც იყო ხელშეკრულებით გაფორმებული. ნინო წეწვაძის მეუღლე, დღემდე, უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში სპეციალისტად არის გაფორმებული, ხოლო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო წეწვაძის და, მაია წაწვაძე მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანალიტიკური განყოფილების უფროსად დაინიშნა. მერიაში ჩატარებული კონკურსის დროს ნინო წეწვაძე საატესტაციო კომისიის სამდივნოს წევრი იყო. 2014 წლის სექტემბრიდან, ანუ ახალი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, ნინო წეწვაძე გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია, მისი ძმა საკრებულოს დეპუტატი, მისი და - განყოფილების უფროსი, მეუღლე - ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში სპეციალისტი. ოჯახში კი უმუშევარი მხოლოდ პენსიონერი დედა დარჩა. შეიძლება ითქვას ოცნების ახდენაც ამას ჰქვია." - აღნიშნულია განცხადებაში.

 

,,ეს ინფორმაცია ისედაც ცნობილია საზოგადოებისთვის. ჩემი და კონკურსის წესით შეირჩა აღნიშნულ თანამდებობაზე. სხვათა შორის , ტესტირების ეტაპზე 54 ქულა მიიღო და პირველ ათეულში მოხვდა კონკურსანტთა შორის. რადგან ის ჩემი დაა, არ უნდა დაენიშნათ? ძალიან "სამართლიანი ' და "ობიექტური" ხართ ამ შემთხვევაშიც. ჩემი ძმა, საკრებულოს დეპუტატია პარტიული სიით. ხელი შემეშალა? როგორ? ეგ მეთოდები თქვენ იცით და იქნებ გამიზიაროთ. მე რაც შემეხება, მოიძიეთ ჩემი CV და დარწმუნდები რომ ნამდვილად მქონდა საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება იმ თანამდებობისთვის, რომელზეც დავინიშნე. სხვათაშორის, მე ნაბიჯ-ნაბიჯ, ბევრი შრომის ფასად მივაღწიე წარმატებებს, მარტივად არა. ნუ გაღიზიანებთ ადამიანების სიკეთე, გონიერება და შრომისმოყვარეობა.დიახ, მე მიკავია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობა და ღირსეულად, ჯეროვნად ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები, მზად ვარ პასუხისთვის." - მიმართავს ნინო წეწვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობას"

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით
17:09 / 23.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.