,,კავკასიის რეგიონში საქართველო, წამლებზე მაღალი ფასის მხრივ, პირველ ადგილზეა. სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით პრეპარატების ფასები საქართველოში საშუალოდ 5-ჯერ ძვირია. ამის მიზეზია ქართულ სააფთიაქო ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლია. მონოპოლისტები მედიკამენტების ღირებულებას ხელოვნურად აძვირებენ და მომხმარებელს არარეალურ ფასს სთავაზობენ" - აცხადებს პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასილ ბუთხუზი.
პარტია წამლებზე მაღალი ფასებით შეწუხებულ მოსახლეობას საპროტესტო მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ,,მხოლოდ საზოგადოების აქტიურობით არის შესაძლებელი ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლიების დამარცხება" - ამ დევიზით მათ, სამეფო ქუჩაზე მდებარე სააფთიაქო ქსელის წინ, მიმართეს მოსახლეობას.





საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები