საქმე ეხება 20 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ვაჟა გიგოლაშვილის სახლში ცეცხლის გაჩენის ფაქტს. მართალია, ხანძრის გაჩენის მომენტში ბინაში არავინ იმყოფებოდა, თუმცა თანასოფლელების თქმით, იქ, ვაჟა გიგოლაშვილის შვილი გოგიტა გიგოლაშვილი, მეგობრებთან ერთად, 20 თებერვლის საღამოს ქეიფობდა.
გოგიტა გიგოლაშვილი ხანზრის განზრახ გაჩენის ვერსიას გამორიცხავს: ,,დარწმუნებული ვარ, ხანძარი მოძველებული ღუმელის საკვამურიდან გაჩნდა" - გვითხრა მან.
ოჯახის უფროსი ვაჟა გიგოლაშვილი, ყარაფილის სასაფლაოზე მომხდარ ფაქტზე, კერძოდ იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოწმეა.





საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები