|
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს. 2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თემაზე: „იძულებით გადაადგილება - დევნილობა და განვითარება საქართველოში“ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები და პრიზები გადასცა.
საქართველოს სახალხო დამცველმა კონკურსი 2014 წლის დეკემბერში გამოაცხადა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების დაინტერესება იძულებით გადაადგილების თემით, რომელიც მიუხედავად დევნილობის დაწყებიდან დღემდე მწვავედ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის.
პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს იძულებით გადაადგილების თემაზე მუშაობას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას.
კონკურსი გაეროს ლტოვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ევროპის საბჭოს ოფისების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.


სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.






სტატიის გამოყენების პირობები