რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ახალი საბავშვო ბაღი პრემიერის დედულეთში

 

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს დღეს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკისა და ლატვიის ელჩები, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები გიორგი თოთლაძე და გურამ მაჭარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ.


„ჩემთვის ემოციური დღეა, რადგან დიცი ჩემი სოფელია, სადაც ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდი. აქ  25 წელიწადი არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი და ჩვენი მეგობრების დახმარებით გაიხსნა ახალი ბაღის შენობა. მინდა მხარდაჭერა გამოგიცხადოთ მთავრობის და მეგობარი ქვეყნების სახელით“ – აღნიშნა პრემიერმა დიცში სტუმრობისას.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში საბავშვო ბაღის სრული ტექნიკური აღჭურვისთვის და განხორციელებულ პროექტს ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი უწოდა.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით,მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა გრძნობდეს მხარდაჭერას.


„არავის დავიწყებია ეს სოფლები და მისი მოსახლეობა. არავის დავიწყებია,რომ თქვენი აქ ყოფნა და თქვენი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია“ – მიმართა რიჩარდ ნორლანდმა დიცის მოსახლეობას.

 

ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ელიტა გაველემ სოფელ დიცში საბავშო ბაღის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და დიპლომატების სტუმრობა დიცში, კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები და მათი პრობლემები.

 

დიცში, 2014 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე ბერძნული სამედიცინო ფონდის- ,,ჰიპოკრატეს’’ დახმარებით, გარემონტდა მუნიციპალური შენობა, ხოლო საბავშო ბაღის ინვენტარით სრულად აღჭურვა უზრუნველყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლატვიის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.