რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ცხოვრება გამყოფ ხაზთან - საკორინთლო
მზია მაისურაძე ოჯახთან ერთად მიწის ნაკვეთს უკვე ამუშავებს. კარტოფილი დათესა, თუმცა იცის, რომ მოსავალი მხოლოდ მაშინ მოვა, თუკი ნალექიანი ამინდები ხშირად იქნება.

ის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ სარწყავი წყალი წლებია ამ სოფლებისთვის პრობლემაა.

,,აგვისტოს ომის შემდეგ ეს მხარე სულ ურწყავია. სოფელ მონასტრიდან მოგვეწოდებოდა წყალი, მაგრამ ეხლა ისევ ჩაკეტილია. გაზაფხულისთვის ძირითადად ხახვსა და ნიორს ვრგავთ." - ამბობს მზია მაისურაძე.

მათი ნაკვეთი სოფლის განაპირას - ოსურ სოფელ აბრევის მხარეს მდებარეობს. ამბობს, რომ საძოვარი, ძირითადად, ამ ორ სოფელს შორისაა მოქცეული.

,,საქონელი, ძირითადად, აბრევის მხარეს ძოვს - ჩვენიც და იმათიც. ხან ჩვენი საქონელი გადავა იქით, ხან იმათი საქონელი გადმოვა. სადაც შემოღობილია, ის ნაკვეთები დაცულია საქონლისგან." - განმარტავს ქალბატონი მზია.

მოსახლეობისთვის საქონელი ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდ რჩება. 75-წლის ელისო ლაგაზაშვილი ამბობს, რომ ხანშიშესული ადამიანებისთვის ადვილი მოსავლელი მაინც საქონელია:

,,ამ ხნის ხალხს საქონელი თუ არ გყავს სახლში ან ფრინველი, სხვა რა უნდა გააკეთო? ფიზიკური შრომა ჩვენ აღარ შეგვიძლია, რომ ნაკვეთები დავამუშაოთ. ვინც ამუშავებს, იმათაც ვერ მოჰყავთ მოსავალი - უწყლოობის გამო" - ამბობს ელისო ლაგაზაშვილი.

70-წლის ჟუჟუნა ოღაძეს და მის შვილს სოციალური დაუცველის სტატუსი მოუხსნეს. ამის მიზეზად ქალბატონი ჟუჟუნა ფრინველის ყოლას ასახელებს:

,,სოციალური აგენტი რომ მოვიდა, ვუთხარი - შვილო, არაფერს დაგიმალავ. აგერ, რაც მყავს სახლში, ეგენია. მივუთითე ქათამზე და საქონელზე. სხვა შემოსავალი მე არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გახდა სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი. მე უკვე აღარაფერი შემიძლია. ერთი შვილი მყავს ბიჭი, ისიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული." - აცხადებს ჟუჟუნა ოღაძე.

გასული 2018 წელი საკორინთლოელებისთვის სიახლე ის იყო, რომ ქვემო ჭალიდან სოფლის ეკლესიამდე მისასვლელი გზა გარემონტდა.

Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8
მაისს გამოიტანა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

14:35 / 23.05.2025
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.