რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ვანო მურადელის სამუსიკო სკოლა მაღალი შეფასებით 160 მოსწავლემ დაამთავრა

 

სამუსიკო სკოლაში ხორციელდება 12 წლიანი სამუსიკო-საგანმანათლებო პროგრამები, საფორტეპიანი, საორკესტრო (სავიოლინო, ფლეიტა, კლასიკური გიტარა), საგუნდო, სოლო სიმღერის განყოფილებაზე, სწავლა სამ საფეხურიანია. დაწყებითი საბაზო, საორიენტაციო და სპეციალური. ფასიანი განყოფილება უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

 

2014 წლის დასაწყისში სკოლაში 424 მოსწავლე ირიცხებოდა, 388 დაწყებითი და 36 საბაზო და პროფესიულ საფეხურზე. 2014 წლის ბოლოს სკოლაში 393 მოსწავლე ირიცხებოდა, 367 დაწყებითი, ხოლო 26 მოსწავლე საბაზო და პროფესიულ საფეხურზე. 

  

ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. პედაგოგიური საბჭოს სხდომები, გადასაყვაბი, გამოსაშვები და მისაღები გამოცდები. ჩატარდა შიდა სასკოლო კონკურსი სოლფეჯიოში, ფურცლიდან კითხვაში და კარნახის ჩაწერაზე, ფორტეფიანოში ტექნიკური ნაწარმოების შესრულებაზე გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

 

ჩატარდა  საშობაო და საანგარიშო კონცერტები, თემატური საღამო ,,სონატური ფორმა“ კლასის კონცერტი ჩაატარა მასწავლებელმა ლამარა ბარამიძემ, საღამო მიძღვნილი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი - თინა მეზვრიშვილმა.

 

საგნობრივმა კომისიებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები გამოსაშვებ კლასის მოსწავლეთა მოსმენები, განიხილეს მეთოდური მოსმენები,  განიხილეს მეთოდური სცენები.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს რეგიონალური მართვის განყოფილების მიერ სამუსიკო სკოლის ბაზაზე ჩატარდა მასტერკლასები ფორტეპიანოში, ვიოლიონიში, სოლფეჯიოში და მუსიკალურ ლიტერეტურაში. შიდა ქართლის რეგიონის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის. მასტერ კლასებში მონაწილეობდნენ კონსერვატორიის პროფესორები: მანანა ბოცაძე, ნოდარ ჟვანია, რუსუდან წურწუმია, ლეილა მარუაშვილი.

 

მე-6 კლასის გამოსაშვებ გამოცდას ფორტეპიანოში დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები.

 

მონაწილეობა ორ პროექტში მიიღეს: კერძოდ, საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის მე-7 რესპუბლიკურ და მე-3 საერთაშორისო ფესტივალში მომავლის ვარსკვლავები. მონაწილეობა მიიღო 6 მოსწავლემ:

 

ციცინო ჯოლბორდმა, მე-4 კლასი, მასწავლებელი ლამარა ბარამიძე, იზა მშვიდობაძე.

 

მე-6 კლასის მოსწავლეები: ქეთევან ჯანდიერი, ლაშა მუზაშვილი, მე-9 კლასი, მასწავლებელი ელზა როსტევანაშვილი.

 

დავით გიუნაშვილი მე-4 კლასი, გიორგი ციცაგი მე-5 კლასი, ნუკრი ყურთულაშვილი მე-5 კლასი მასწავლებელი თამარ კარიჭაშვილი. ყველა მოსწავლემ  ლაურეატის წოდება მოიპოვა.

 

ციცინო ჯოლბორდმა და ლაშა მუზაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის გალა კონცერტში, რომელიც ჩატარდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

 

ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-7 რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: ზურაბ ხომასურიძე მე-2 კლასი. ელენე ნოზაძე მე-3 კლასი, ლარი ნარიკაშვილი მე-4 კლასი - მასწავლებელი მაყვალა ლაშქარაშვილი.

 

ზურაბ ხომასურიძემ მოიპოვა მე-3 ადგილი, ზოზაძე და ლარიკაშვილი დაჯილდოვდნენ ლაურიანტის დიპლომებით. ზურაბ ხომასურიძეს გამოეცხადა მადლობა  საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის.  

 

კონკურსში მონაწილეობისათვის სამუსიკო სკოლა დაჯილდოვდა სიგელებით. მე-5 კლასის მოსწავლემ ციცინო ჯოლბორდმა მონაწილეობა მიიღო კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის მოწვევით კამერული მუსიკის კონცერტში, რომელიც ჩატარდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. საქალაქო ღონისძიებებში სისტემატიურად მონაწილეობს სკოლასთან არსებული ინსტრუმენტური ტრიო ხელმძღვანელი შორენა მჭედლიშვილი.

 

სკოლის შენიბას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნაწილობრივ განახლდა სკოლის ინვერტარი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.