,,დამთვალიერებელს წარვუდგინეთ 100 -მდე ფოტო, რომელიც ანსამბლის შემოქმედებას ასახავს. ეს არის 60-იანი წლები-გამორჩეული პერიოდი, რომელსაც თვითონ ნინო რამიშვილმა ,,ოქროს ხანა“ უწოდა. ამ პერიოდში ანსამბლშიცეკვავდაყველაზე ძლიერი შემადგენლობა, იყო უბრწყინვალესი სპეკტაკლები-საცეკვაო ნომრები. გორიდან გამოფენების სერია გაგრძელდება მთელს საქართველოში. მინდა, რომ ,,როკვით განფენილი ქართული გენია“ ნახოს მთელმა საქართველომ, განსაკუთრებით ახალმა თაობამ.“ - განაცხადა ფოტოების ავტორმა.
გამოფენის შემდეგ სამუსიკო კოლეჯის სტუდენტებისა და გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. შესრულდა საოპერო არიები შუბერტის, ლაღიძის, მოცარტის, გლინკას, ფალიაშვილის, როსინისა და სხვა კომპოზიტორების შემოქმედებიდან. ქალთა კამერულმა გუნდმა კი შეასრულა ორიგინალური კომპოზიციები ჩლაიძის, კეჭაყმაძისა და ბეგლარიშვილის ნაწარმოებებიდან.





საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები